შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
უწონობა

www.laboratoryequipment.com/sites/laboratoryequipment.com/files/legacyimages/Resources/Laboratory_News/pingpong.jpg
წონა არის გრავიტაციის შედეგად გამოწვეული ის ძალა რომლითაც რაიმე ობიექტი მოქმედებს საყრდენზე. უწონობა კი ის მდგომარეობაა, როდესაც ობიექტი აღარ ზემოქმედებს საყრდენზე. უწონობაში ნივთიერებები არ იქცევიან ისე როგორც დედამიწაზე. მაგალითად: სითხეცა და ცეცხლი ცდილობენ მიიღონ სფეროს ფორმა.


upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/74/Space_Fire.jpg/220px-Space_Fire.jpg images.nationalgeographic.com/wpf/media-live/photos/000/531/cache/space195-water-bubble-space-station_53105_600x450.jpg

განვიხილოთ ამჟამად ადამიანისთვის უწონობის მდგომარეობის განცდის ორი ვარიანტი: დედამიწაზე და კოსმოსში.

დედამიწაზე უწონობის განსაცდელად გამოიყენებენ თვითმფრინავს, რომელიც თავისუფალ ვარდნის ეფექტს იძლევა. ამისათვის სამგზავრო ან სატვირთო თვითმფრინავს უკეთებენ მოდერნიზაციას მათი სიმყარის გასაზრდელად, რადგან ჩვეულებრივი თვითმფრინავი პიკირების პროცესის დროს შეიძლება უბრალოდ დაიშალოს.

www.aerogel.org/wp-content/uploads/2009/04/howparabolicflightworks-zerog.jpg

პილოტი ცდილობს იმოძრაოს პარაბოლურ ტრაექტორიაზე. დასაწყისში თვითმფრინავი ადის დიდ სიმაღლეზე, სადაც ჰაერის წინაღობა ბევრად ნაკლებია (დარჩენილ წინაღობას ადვილად უმკლავდება თვითმფრინავის ძრავები) ვიდრე ატმოსფეროს ქვედა ფენებშია. შემდეგ პილოტი იწყებს თვითმფრინავის g აჩქარებით ''ვარდნას''. პილოტის კაბინაში ძაფზე ჩამოკიდებული პატარა ბურთულაა. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ბურთულა დედამიწის ზედაპირის მართობულადაა მიმართული, ძაფი კი დაჭიმული. უწონობის დროს კი ბურთი თავისუფლად მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით, ძაფი კი აღარაა დაჭიმული. ასე აკონტროლებს პილოტი პროცესს. ამ დროს სპეციალურ კამერაში მყოფი ადამიანები გრძნობენ უწონობას დაახლოებით 20-40 წამის განმავლობაში. ერთი გაფრენისას ასეთი მანევრი შესაძლებელია 50-ჯერ განხორციელდეს. ასე ემზადებიან ასტრონავტები კოსმოსში გასვლამდე.

www.schoolphysics.co.uk/age16-19/Mechanics/Gravitation/text/Weightlessness_/images/1.png
ახლა გავეცნოთ უწონობას კოსმოსში. ალბათ ყველას უოცნებია მოხვედრილიყო კოსმოსში. თუმცა, ერთი შეხედვით სასიამოვნო და უწყინარი ოცნება საკმაოდ სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. როგორც აღვნიშნე კოსმოსში ნივთიერებები იცვლიან თვისებებს, რაც სხვადასხვა გართულებას იწვევს. კოსმონავტთა დაახლოებით 50% განიცდის კოსმოსური ადაპტაციის სინდრომს (საზღვაო დაავადების მსგავსს). მისი ძირითადი სიმპტომებია: გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მადის დაკარგვა და დეზორიენტაცია. თუმცა ადაპტაციის პერიოდი როგორც წესი ერთი კვირაც არ გრძელდება. ჯერ-ჯერობით კოსმოსური დაავადების ყველაზე გართულებული ფორმა ამერიკელ სენატორ ჯეიკ გარნს დაუფიქსირდა. ამის შემდეგ NASA-ში დაავადების სირთულეს ხუმრობით ზომავენ 10 ბალიანი სისტემით, რომლის საზომი ერთეულია გარნი. კოსმონავტთა უმეტესობას 1 გარნი აღენიშნება. ჯანმრთელობის გაუარესების მხრივ, ადაპტაციის სინდრომი მხოლოდ დასაწყისია. ადამიანის უწონობაში ყოფნისას თავს იჩენს ჯანმრთელობის დაზიანების უამრავი ვარიანტი. ერთ-ერთია კუნთების ატროფია, რაც გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ კოსმოსში კუნთები თითქმის უფუნქციოდ რჩებიან. გარდა ამისა, კუნთები აღარ მოიხმარს ჟანგბადს, მოჭარბებული ჟანგბადი კი, თავის მხრივ, ჰემოგლობინის მატებას იწვევს, საბოლოოდ კი ზიანდება ძვლის ტვინი. ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად ასტრონავტები მუდმივად ვარჯიშობენ. სავარჯიშოდ, რა თქმა უნდა, გამოუსადეგარია ჰანტელები, გირები.და ა.შ.. სავარჯიშოთ ყველაზე მარტივი საშუალებაა ზამბარას გამოყენება.


წყარო: http://en.wikiped...htlessness

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.