შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
მარსის კოლონიზაცია

მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია, გარდა ამისა, მარსს წითელ პლანეტასაც უწოდებენ ხოლმე. სიდიდით მარსი მეშვიდეა. აქვს ორი ბუნებრივი თანამგზავრი - ფობოსი და დეიმოსი.

მარსის კოლონიზაციის იდეა დიდი ხანია არსებობს, თუმცა, რასაკვირველია, მარტივად შესაძლებელი ნამდვილად არ არის. კოლონიზაციამდე ბევრი ეტაპია გასავლელი, რაც მოითხოვს დაუღალავ ფიზიკურსა და გონებრივ შრომას, ადამიანურ რესურსს, უდიდეს ბიუჯეტსა და ტექნიკის განვითარებას. ამ საქმით უკვე მრავალი წელია დაკავებულია სხვადასხვა „გიგანტი“ ქვეყანა.

ჩამოვთვალოთ რა მსგავსება-განსხვავებაა დედამიწასა და მარსს შორის.

მსგავსება:

• დღეღამის ხანგრძლივობა 24სთ 39წთ 35,2წმ;

• ზედაპირის ფართობი 28,4%-ია დედამიწისა, რაც დედამიწაზე ხმელეთის პროცენტულობაა;

• მარსის გადახრა ეკლიპტიკის სიბრტყიდან არის 25.19° დედამიწისა - 23.44°. მარსის ეკლიპტიკის სიბრტყიდან გადახრა უზრუნველყოფს წელიწადის დროების ცვილდებას მსგავსად დედამიწისეულისა;

• მარსს აქვს ატმოსფერო, რა თქმა უნდა მცირე, მაგრამ მაინც შეუძლია მზის რადიაციისგან გარკვეულწილად დაცვა. ასევე სამუხრუჭე პარაშუტის გამოყენეების საშუალებასაც იძლევა;

• მარსზე ნაპოვნია წყალი (ყინულის სახით);

• მარსის ნიადაგი მსგავსია დედამიწისა. თეორიულად მარსის ნიადაგში შესაძლებელია გაიხაროს დედამიწისეულმა მცენარეებმა;

განსხვავება:

• მიზიდულობის ძალა 2.63-ჯერ მცირეა. ეს განსხვავება პირველ რიგში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას შეუქმნის „მარსელებს“;

• მაქსიმალური ტემპერატურა 30°C-ია, ხოლო მინიმალური -123°C. აღსანიშნავია, რომ ტემპერატურა მარსის თითქმის მთელ ზედაპირზე უარყოფითია.

• ზედაპირზე წყალი, თხევადი სახით, არ არის ნაპოვნი;

• წნევა ძალიან მცირეა;

• მაგნიტური ველი სუსტია;

• რადიაციული ფონი ძალიან მაღალია;

ამ განსხვავებების გამო, მარსი ადამიანის საცხოვრებლად არ გამოდგება. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ წითელ პლანეტაზე ცხოვრება, საჭიროა მარსის პირობების ხელოვნურად შეცვლა. ამ პროცესს ტერაფორმირება ეწოდება.

upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/7f/MarsTransitionV.jpg/220px-MarsTransitionV.jpg

მარსის ტერაფორმირება მოიცავს უამრავ პროცესს. როგორიცაა: წნევისა და ტემპერატურის მატება, ოზონის შრის მსგავსის შექმნა, მაგნიტური ველის გაძლიერება.

  • ტემპერატურისა და წნევის მოსამატებლად იგეგმება მარსზე კომეტის ხელოვნური შეჯახება. ამ გზით აგრეთვე პლანეტაზე წყალსა და გაზებს ჩავიტანთ.
  • წყლის „მისაღებად“ შესაძლოა პოლუსებზე არსებული ყინულის ბირთვული ბომბით აფეთქება, თუმცა შესაძლოა წყალი რადიაციულად დაბინძურდეს.
  • არსებობს ბაქტერიათა სახეობა, რომლებიც ცხოვრობენ ექსტრემალიურ პირობებში და გამოყოფენ დიდი რაოდენობით გაზს. კომეტისა და აღნიშნული ბაქტერიების თანამშრომლობით შეიქმნება სათბურის ეფექტი.
  • ატმოსფერული ტემპერატურის მოსამატებლად შესაძლოა მზის სხივების გაძლიერება გიგანტური ლინზა-თანამგზავრითა და სარკე-თანამგზავრით.
  • ასევე შესაძლებელია მასიური ასტეროიდის „გამარსისთანამგზავრება“, რაც გამოიწვევს პლანეტარული დინამოს ეფექტის შექმნას, შედეგად გაძლიერდება მაგნიტური ველი.
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.