„თავდაპირველად იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.“ ეს რელიგიურ-კოსმოლოგიური ჰიპოთეზა ყველასთვის ცნობილია. თუმცა თანამედროვე კოსმოლოგია - მეცნიერება სამყაროს შესახებ - სხვაგვარად აღწერს პირვანდელ სამყაროში მიმდინარე ფიზიკურ პროცესებს. თავდაპირველად, დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ არ იყო არაფერი, რამაც სხვათაშორის ვერაფრით შეუშალა ხელი ამ „არაფერს“ წარმოეშვა სამყარო. ეს მოსაზრება შეიძლება აბსურდულად ჩავთვალოთ, თუმცა თუ ფილოსოფიური თვალსაზრისით მივუდგებით შესანიშნავ მიზეზს დავინახავთ განვსაჯოთ ცნებები „არაფერი“ და „რაღაც“. ფიზიკური თვალსაზრისით კი არაფერი პარადოქსალური კოსმოლოგიურ ჰიპოტეზაში თითქოს არ არის, რადგან კვანტური დაბადების პროცესები ფიზიკაში უკვე დიდი ხანია რაც შეისწავლება.
ჩავთვალოთ, რომ სამყარო წარმოიშვა „არაფრისგან“ (რაც სათაურის ჭეშმარიტებას მიუთითებს) როგორც კვანტური პროცესის შედეგი. ამ პროცესის ზუსტ აღწერას მნიშვნელოვნად ართულებს ის ფაქტი, რომ ამისთვის აუცილებელია გრავიტაციის კვანტური თეორიის გამოყენება, რომელიც ჯერ კიდევ საკმაოდ შორსაა დასრულებისა და სრულყოფისგან. რადგან ევოლუციის საწყის ეტაპზე დრო უნდა ყოფილიყო კვანტური (თუ ასეთ სიტუაციაში საერთოდ მიზანშეწონილია დროზე საუბარი), სამყაროს შეგვიძლია პირობითად მივანიჭოთ ასაკი ე. წ. პლანკის სიდიდეების მიხედვით. არა მხოლოდ ასაკი, არამედ ახლადდაბადებული სამყაროსი ყველა პარამეტრი შეიძლება დავახასიათოთ პლანკის სიდიდეებით. ზემოთ თქულის გათვალისწინებით გამოვა, რომ სამყაროს ზომა მიკროსკოპულ სიდიდეზე უფრო ნაკლები იყო, სამაგიეროდ მისი ენერგია იყო კოლოსალური, 17 რიგით მეტია ვიდრე მიიღწევა ყველაზე ძლიერ თანამედროვე ამაჩქარებლებზე. ამ ენერგიის ფიზიკური მატარებელი შესაძლოა ყოფილიყო ფუნდამენტალური სკალარული ველი გარკვეულ (ქაოსურ) კვანტურ მდგომარეობაში. ანუ ჩვენ დავუშვით უზარმაზარი ენერგიის ფუნდამენტალური სკალარული ველის არსებობა, რაც უკვე გვაძლევს შესაძლებლობას არჩევანი გავაკეთოთ „არაფერსა“ და „რაღაცას“ შორის.
კოსმოლოგიის იდეა ბევრად უფრო მეტ მნიშვნელობას ატარებენ მეცნიერებასა და საერთოდ კაცობრიობის ცხოვრებაში ვიდრე უბრალოდ „რაღაცის“ ძიება. დროის სვლასთან ერთად იზრდება აღმოჩენათა რაოდენობა, ზოგ შემთხვევაში ძველი და ახალი ფაქტები მოდიან ურთიერთშეთანხმებაში, ზოგჯერ კი ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, მაგრამ ახალი აღმოჩენები ყოველთვის გვეხმარებიან უკეთ აღვიქვათ სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ და დავაზუსტოთ მისი სტრუქტურა. გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება კოლოსარული საწყისი ენერგიის წარმოშობის წყაროც დავადგინოთ. მაგრამ რაც უფრო შორს წავა მეცნიერება ამ საკითხთან მიმართებაში, მით მეტი კითხვა წარმოიშვება და ყოველთვის იქნება ის უცნობი „რაღაც“ რაც მეცნიერებისაგან დამატებით შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს.