შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
თეთრი ჯუჯა

თერმობირთვული საწვავის ამოწურვასთნ ერთად ვარსკვლავის სიღრმეები ”ცივდება” და ვეღარ უწევს წინააღმდეგობას გრავიტაციულ შეკუმშვას. ვარსკვლავი კოლაფსირებს, ანუ მისი შემადგენელი მატერია ცენტრისკენ იწყებს ვარდნას. ამ დროს ვარსკვლავი ან ზეახალად ფეთქდება, ან განსხვავებული პროცესებით ამთავრებს სიცოცხლეს. ზეახალი ჩვეულებრივ ვარსკვლავზე მილიარდჯერ კაშკაშაა და ერთბაშად იმდენ ენერგიას გამოყოფს, რამდენსაც მზე მთელი თავისი არსებობის განმავლობაში (10 მლრდ. წლამდე).

წყნარი ჩაქრობა მზის მასის ვარსკვლავებისთვისაა დამახასიათებელი, მათი კოლაფსი თეთრი ჯუჯას წარმოქმნით მთავრდება. ”ამომწვარი” ვარსკვლავები ჯერ წითელ გიგინტად გადაიქცევიან, შემდეგ კი გარსს იშორებენ, რომლისგანაც გაზისა და მტვრისგან შემდგარი პლანეტარული ნისლეული ჩნდება. ეს შემდეგნაირად ხდება. სანამ ბირთვში ჯერ წყალბადი და შემდეგ ჰელიუმი ”იწვოდა”, საბოლოოდ ნახშირბადად გარდაქმნით (თერმობირთვული წვა), არსებული მაღალი ტემპერატურა (ნაწილაკთა დიდი სიჩქარეები) გრავიტაციულ შეკუმშვას ეწინააღმდეგებოდა. ჰელიუმის ამოწურვის შემდეგ დარჩენილი ნახშირბადული ბირთვი შეკუმშვას იწყებს და გარე ფენებიდან ბირთვისკენ ითრევს ჰელიუმსა და წყალბადს. ბირთვში მოხვედრისას ჰელიუმის ახალი მარაგი თერმობირთვულ წვას იწყბს და იწვევს ვარსკვლავის გარსის სწრაფ გაფართოვობას, ეს ფაქტიურად ჩვეულებრივი აფეთქებაა. შედარებით ”მსუბუქი” ვარსკვლავი გატყორცნილი გარსის შენარჩუნებას ვერ ახერხებს, ის ე.წ. პლანეტარულ ნისლეულად გარდაიქმნება. ადრე ითვლებოდა, რომ ასეთი ნისლეულებისგან პლანეტები ფორმირდებოდნენ. სინამდვილეში ასე არ ხდება, ნისლეული უბრალოდ გარემოში იფანტება, თუმცა სახელი მაინც დარჩა. პლანეტარული ნისლეულების გაფართოების სიჩქარე 5 დან 100 კმ/წმ-ს შეადგენს, საშუალოდ 20 კმ/წმ. ვარსკვლავის ბირთვი კი შეკუმშვას აგრძელებს და მოცისფრო-თეთრ, უფრო მეტად გაციების მერი კი თეთრ ჯუჯად გარდაიქმნება. გაციება პირობითი ნათქვამია, ასეთი ვარსკვლავების ტემპერატურა თავიდან 100 000 გრადუსს აღწევს.

ახალგაზრდა თეთრი ჯუჯები მტვრის ღრუბლებში იმალებიან, რომლებიც ჯერ კიდევ არ გადაქცეულან შესამჩნევ პლანეტრულ ნისლეულებად. მოცულობით თეთრი ჯუჯა დედამიწის ზომისაა, ატომები მასში მაქსუმალურად მჭიდროდაა ჩაპრესილი, ნივთიერების სიმკვრივე წყლისას ნახევარ მილიარდჯერ აღემატება. შედარებით სტაბილურ მდგომარეობას ასეთი ვარსკვლავი ერთმანეთთან ახლოს ჩაპრესილი ელექტრონების ურთიერთ განზიდვის ძალით ინარჩუნებს.

თეთრი ჯუჯას კოლაფსი შეიძლება დამტავრდეს ვარსკვლავის მთლიანად დაშლით (Ia ტიპის ზეახლის აფეთქება). ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ თეთრ ჯუჯას ყავს კომპანიონი ვარსკვლავი და იქიდან გადმოქაჩული გაზის ხარჯზე გარკვულ კრიტიკულ მასამდე დამძიმდება. კრიტიკულია 1,44 მზის მასა, ე.წ. ჩანდრასეკარის ზღვარი, ის ინდოელმა მათემატიკოსმა სუბრამანიან ჩანდრასეკარმა გამოითვალა. ასეთი მასის დროს ელექტრონების ურთიერთგანზიდვა გრავიტაციულ შეკუმშვას უკვე ვეღარ აკავებს. ხდება ნივთიერებების ბირთვისკენ უეცარი ჩავარდნა - ვარსკვლავის მკვეთრი შეკუმშვა ტემპერატურის ზრდით. ვარსკვლავის ბირთვში და გარეთ მიმართული აფეთქების ტალღაში ნახშირბადი იწყებს წვას. ნახშირბადის თერმობირთვული წვა ბოლომდე აფეთქების ტიპის არაა, ის ბგერის სიჩქარეზე ნელა მიმდინარე პროცესია. თუმცა ვარსკვლავი მთლიანად იშლება, შემადგენელი კი ყველა მიმარულებით დაახლოებით 10,000 კმ/წმ სიჩქარით გაიტყორცნება. ყველა ამ ტიპის აფეთქება დაახლოებით ერთნაირია: ნათობა სამი კვირის განმავლობაში იზრდება, შემდეგ კი 6 თვის ან ცოტა მეტი ხნის განმავლობში იკლებს.

Ia ტიპის ზეახლებით სხვა გალაქტიკებამდე მანძილის დადგენაა შესაძლებელი, რადგან ასეთი აფეთქებები შორიდანაც კარგად ჩანს, მათი ნათობა კი ზუსტადაა დადგენილი. Ia ტიპის ზეახლებზე უშორეს გალაქტიკებში დაკვირვებით ასევე შესაძლებელია დადგინდეს სამყაროს გაფართოების სიჩქარე მისი ევოლუციის სხვადასხვა ეტაპებზე (ვარსკვლავის ნათობა გალაქტიკამდე მანძილზე და მომხდარი მოვლენის ეპოქაზე მეტყველებს, ფერი კი მისი ჩვენგან მოშორების სიჩქარეზე). ასეთნაირად დადგინდა სამყაროს გაფართოების შენელება გაჩენიდან პირველი 7,8 მილიარდი წლის და ამ გაფართოების აჩქარება ბოლო 5 მილირადი წლის განმავლობაში.

პირველი თეთრი ჯუჯა, რომელიც მზესთან ყველაზე ახლოსაა და სირიუსის კომპანიონია (სირიუს B), აღმოჩენილი იქნა 1862 წელს. სირიუსი ყველაზე მბრწყინავი ვარსკვლავია მზესთან ახლოს. სირიუს B-ს მასა კი დედადმიწის მასას 300,000-ჯერ აღემატება, მაგრამ ბევრად ჩამოუვარდება ზომებით, მისი რადიუსია 4,200 კმ (დედამიწის რადიუსია 6,400 კმ, მასა - 5.97×1024 კგ).


www.astrobio.net/images/galleryimages_images/Gallery_Image_10227.jpg

თეთრი ჯუჯა წარმოქმნის შემდეგ სტაბილურობას ინარჩუნებსდა აგრძელებს გაგრილებას სანამ საბოლოოდ შავ ჯუჯად არ გადაიქცევა. თეთრი ჯუჯის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პროტონის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, რომელიც როგორც ცნობილია სულ ცოტა 1032 წელიწადის ტოლია. ზოგიერთითეორიის მიხედვით პროტონის სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აღემატება 1049 წელს.ფიქრობენ, რომ პროტონი შეიძლება დაიშალოს ბირთვულდაკვანტურ-გრავიტაციულპროცესების შედეგად, რომელიც მოიცავს ვირტუალური შავი ხვრელის წარმოქმნას. ამ შემთხვევბში ბირთვის დაშლასთან ერთად თეთრი ჯუჯის  მასა ნელა დაიწყებს შემცირებას (დაახლოებით 10200 წელი) და ბოლოს ობიექტი გაუჩინარდება.


http://en.wikipedia.org/wiki/White_dwarf

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.