სტოუნჰენჯი ინგლისის ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის მჭიდრო მონუმენტების კომპლექსის ცენტრია, რომელიც მოიცავს ასეულობით სამარხ მიწაყრილს. არქეოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს წარმოსადეგი ქვის მონუმენტი ძვ. წ. 2500 წლების ფარგლებში აღიმართა. მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა იგი ძვ. წ. 3000 წელზე ადრეა აღმართული. გარს შემოვლებული მიწაყრილი, რომელიც მონუმენტის ყველაზე ადრეულ ეტაპს წარმოადგენს, ძვ. წ. 3100 წლით თარიღდება.
2008 წელს არქეოლოგებმა წარმოადგინეს მონაცემები, რომლის მიხედვითაც სტოუნჰენჯი ადრეული ადამიანებისთვის სამარხის როლს ასრულებდა. აღმოჩენილია ადამიანის კრემაციის ნარჩენები, რომლებიც ძვ. წ. 3000 წლით თარიღდება. ანუ იმ დროით, როდესაც სტოუნჰენჯის თავდაპირველი კომპონენტები - მიწაყრილები შექმნეს.
ვინ ააშენა ძეგლი?
მეცნიერთა ნაწილი ამ ძეგლის აშენებას მიაწერს ლეგენდარულ ბრიტანელ დედოფალს ბოადიცას, რომელმაც მოაწყო აჯანყება რომალეთა წინააღმდეგ. ზოგი მას ბრიტანელ მეფეთა კორონაციის ადგილად მიიჩნევს, ზოგი კი – მითური, წარღვნამდელი გიგანტების სამყოფლად; ზოგს ფინიკიელების აგებული ჰგონია, ზოგს ბელგებისა, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ვერსიით, სტოუნჰენჯი კელტური წარმოშობის ლეგენდარულმა მოგვმა და ჯადოქარმა მერლინმა ააგო. ამის შესახებ არსებობს ლეგენდა რომლის თანახმადაც, მერლინის დროს საქსების წინამძღოლმა ჰენგისტმა თავი მოუყარა საქსებსა და ბრიტებს სოლზბერიში და აქ გამართული დიდი საბჭოს შემდეგ 460 ბრიტანელ დიდებულს მუხანათურად მოჰკვეთა თავი. ამ დიდი სისხლისღვრის შემდეგ მერლინს მონანიეთათვის უთვამს:
- “თუ ოცნებობთ დახოცილებისთვის ძეგლის აგებაზე, წავიდეთ “მოცეკვავე გიგანტების” ქვეყანა კილაროსაში, ირლანდიის მთაზე. უზარმაზარი ქვების დაძვრა მხოლოდ მას ხელეწიფება, ვისი გონებაც მათს სიდიდეს შეეფარდება. აქ, სოლზბერიში, დააწყვეთ ისინი წრიულად და დასჯილებიც უკუნისამდე მოგიტევებენ”.
“მოცეკვავე გიგანტების” ქვეყნისკენ 15-ათასიანი ჯარი და სამხედრო ფლოტილია გაემართა, მაგრამ უმცირესი ქვაც კი ვერ დაძრეს ადგილიდან. მაშინ მერლინმა “ეშმაკური მანქანების" მოშველიებით ქვები გემზე აზიდა, სოლზბერიში ჩაიტანა და მათგან წრიული ნაგებობა ააგო.
დღეს ეჭვი არავის ეპარება, რომ მერლინი ისტორიული პიროვნება იყო და შესაძლოა უფრო გვიან მოღვაწეობდა. მაგრამ სტოუნჰენჯის მშენებლობა შუა საუკუნეების ეპოქას არაფრით უკავშირდება. XIV საუკუნისათვის სტოუნჰენჯი იმდენად ძველი იყო, რომ მისი ჭეშმარიტი დანიშნულება არავის ახსოვდა.
დედამიწის ბრუნვის ღერძის ნელი პრეცესია იწვევს საუკუნეების განმავლობაში ცაზე თანავარსკვლავედების განლაგებისა და გამორჩეული ვარსკვლავების ხილული მოძრაობის ნელ ცვალებადობას. მეცნიერთა ვარაუდით ეს ნაგებობა სწორედ ამ ცვალებადობის ასახვას ემსახურებოდა, შეიძლება ითქვას რომ სტოუნჰენჯი იმდროინდელ კომპიუტერს წარმოადგენდა.
სტოუნჰენჯი მზის კულტთან დაკავშირებული უძველესი ტაძარია. ცნობილი ასტრონომი გერალდ ჰოკინსი მას ასტრონომიულ ობსერვატორიადაც მიიჩნევს. ბრიტანეთის მეგალითური ძეგლების აღწერის შემდეგ ჰოკინსმა განაცხადა, რომ სტოუნჰენჯი ერთი დიდი კომპლექსის ნაწილია.
მეგალითური კულტურის ძეგლები აღმოჩნდა, აგრეთვე, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, საბერძნეთში, კრეტაზე, კორსიკაზე, მალტაზე… ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მეგალითური ძეგლები მოშორებულია კარიერებს, მით უფრო, მათი ხელოვნურ კუნძულებზე აგება უფრო აბუნდოვნებს ამ ძეგლების შექმნის მიზანსა და დანიშნულებას.
სერ ნორმან ლოკერმა პირველა აღმოაჩინა სტოუნჰენჯის განლაგების, ორიენტაციის მიზეზი. იგი მიხვდა რომ ზაფხულის ბუნიაობის დროს მზე ამოდიოდა ნაგებობის მთავარი ღერძის ბოლოდან (როგორც ამოვიდოდა მაშინაც როდესაც იგი ააგეს). მან თავისი ნაშრომი წიგნად გამოაქვეყნა, მაგრამ ბევრი შეცდომა დაუშვა და არასწორი ვარაუდები გამოთქვა, რამაც ასტრონომები დააეჭვა სტოუნჰენჯის ასტრონომიულ ნაგებობად მიჩნევაში.
გერალდ ჰოკინსმა აღმოაჩინა ასტრონომიული კავშირი სტოუნჰენჯის 165 წერტილსა და მზესა და მთვარს შორის (არა ვარსკვლავებსა და პლანეტებს: მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი,მარსი, შორის). მან აღმოაჩინა რომ მთვარის დაბნელების წინასწარმეტყველება შესაძლებელი იყო მოძრავი ქვების სისტემისთ, ანუ მათი გადაადგილებით წრეზე აუბრეის ორმოებში. მისი მოსაზრება შესრულებადი იყო, მაგრამ გაურკვეველი. ინტერვალებით 9, 9, 10, 9, 9, 10, უნდა დაგეწყო 6 თეთრი და შავი „ასაღნიშნი“ ქვები აუბრეის ორმოების წრეში და გადაგენაცვლებინა ისინი საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, ან საპირისპიროდ თითო-თითო ორმოთი ყოველ წელს. თუ თეთრი ქვა აღმოჩნდებოდა 56 ორმოში მაშინ სავსე მთვარე ამოვიდოდა ჰილ სტოუნის თავზე, იმ წელს. შემდეგი ასტრონომიული მოვლენა მოხდებოდა მაშინ, როდესაც თეთრი ქვა აღმოჩნდებოდა 51 ორმოში. ამ შემთხვევაში იმ წლის ზამთრის ბუნიაობის დროს მთვარე ამოვიდოდა ორმო D-ს რიგიდან მონუმენტის ცენტრიდან, ხოლო ზაფხულის ბუნიაობის დროს კი მონუმენტის სხვა ნაწილებიდან, კერძოდ SS93 და SS92-დან.
ჰოკინსმა წარმატებით დაამტკიცა საკუთარი მოსაზრებები სტოუნჰენჯისა და ასტრონომიის კავშირის შესახებ.
მთვარის დაბნელება ხდება ყოველ 18.61 წელიწადში ერთხელ. იმის მიზეზი რომ სულ 56 აუბრეის ორმოა არის ის, რომ
18.61 x 3 = 55.83 (დამრგვალებით 56).
მიუხედავად მეცნიერების დაუღალავი მცდელობებისა, სტოუნჰენჯის მრავალი ნაწილის დანიშნულება უცნობი დარჩა. დღესდღეობით ჰოკინსის მოსაზრებები მთვარის დაბნელების შესახებ შეფასებულია როგორც შესანიშნავი და შთამბეჭდავი ნაბიჯი სტოუნჰენჯის ნაწილების დანიშნულების აღმოჩენასა და გაშიფვრაში. ამ დროისთვის ეს თეორია შეუცდომლადაა აღიარებული ჰარვარდ-სმიტსონიანის კომპიუტერის გამოთვლების თანახმად. საფიქრებელია, რაში დასჭირდათ იმდროინდელ ადამიანებს მთვარის დაბნელების ზუსტი თარიღის დასადგენად ამდენი შრომა და გამოთვლები, ანდა აკმაყოფილებდათ მათ მხოლოდ მთვარის დაბნელების თარიღის ცოდნა?
წყაროები:
http://en.wikiped...Stonehenge
http://www.tivas....e_ast.html