შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.


სტატიების ეირარქია
ერთეულთა სისტემა და განზომილება

ფიზიკაში გარკვეული სიდიდეები პირობითად მიიჩნევა პირველად სიდიდეებად, ანუ მათთვის ხდება ერთეულთა შეთავსება დამოუკიდებლად და ნებისმიერად. მაგალითად მექანიკაში გამოიყენება სისტემა LMT, სადაც ძირითად ერთეულებად მიჩნეულია (L) სიგრძე, მასა (M) და დრო (T). ძირითად სიდიდეთა რაოდენობა და მათი შერჩევა ნებისმიერადაა შესაძლებელი, შეთანხმებაზეა დამოკიდებული. CI სისტემაში ძირითად სიდიდეებად მიღებულია: სიგრძე, მასა, დრო, ტემპერატურა, ელექტრული დენის ძალა და სინათლის ძალა.

სიდიდეები, რომლებიც არ არიან ძირითადები ნაწარმოებ ან მეორეულ სიდიდეებს უწოდებენ. მათთვის ერთეულები საჭიროების და მიხედვით დგინდება, რათა რიცხვითმა კოეფიციენტებმა, რომლებიც შედიან ფიზიკურ კანონებში ან ფორმულებში (რომლებიც განხილულ სიდიდეთა განსაზღვრებაში მონაწილეობენ), მიიღონ წინასწარ განსაზღვრული მნიშვნელობა. მაგალითად თანაბრად მოძრავი მატერიალური წერტილის სიჩქარე არის სიდიდე, რომელიც პირდაპირპროპორციულია გავლილი მანძილის s და უკუპროპორციულია დროის t, რომელიც დაიხარჯა ამ გზის გასავლელად. დამოუკიდებელ ერთეულებად s, t და v-ს არჩევისას v ასე ჩაიწერება

v = C s/t,

სადაც C არის რიცხვითი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობაც განისაზღვრება ერთეულთა არჩევისას. თუ დავაფიქსირებთ ამ კოეფიციენტის მნიშვნელობას, მაშინ ერთეულები s და t, v-სთვის აღარ იქნებიან დამოუკიდებელნი. სიმარტივისათვის თვლიან რომ C = 1 და წერენ

v = s/t.

თუ მთავარ სიდიდეებად ავიღებთ s-მანძილს და t-დროს, მაშინ v-სიჩქარე იქნება ნაწარმოები. სიჩქარის ერთეულად აუცილებელია აიღონ ისეთი თანაბრად მოძრაობის სიჩქარე, როდესაც დროის ერთეულზე მოდის სიგრძის ერთეული. სიმბოლურად ეს ასე ჩაიწერება:

[v] = L .

ანალოგიურად აჩქარებისათვის თუ ერთეულები დამოუკიდებლად შეირჩევა შეიძლება დაიწეროს:

a = C dv/dt .

თუ ჩავთვლით, რომ C = 1, მაშინ a იქნება ნაწარმოები სიდიდე, რომელსაც ექნება სიჩქარის განზომილება გაყოფილი დროზე, ან მანძილის განზომილება, გაყოფილი დროის კვადრატზე. ამის შემდეგ აჩქარების ერთეულად მიიჩნევა ისეთი თანაბრად აჩქარებული მოძრაობა, როდესაც დროის ყოველ ერთეულში სიჩქარე იზრდება ერთი ერთეულით.

რაიმე ერთეულთა სისტემაში ნიუტონის მეორე კანონი იწერება შემდეგი სახით:

F = C ma.

თუ დავაფიქსირებთ C-ს, მაშინ F-ს წარმოვადგენთ როგორც ნაწარმოებ სიდიდეს და ვაფიქსირებთ მისთვის ერთეულს. მაგალითად როცა C = 1 ვიღებთ

F = ma.

ამის შემდეგ ძალა იღებს მასის განზომილებას, რომელიც მრავლდება აჩქარებაზე:

[F] = [ma] = ML

ეს ფორმულა უფლებას იძლევა, რომ ძალის ერთეულად მიღებული იყოს ისეთი ძალა, რომელიც ერთეულ მასას ანიჭებს ერთეულის ტოლ აჩქარებას.

ფიზიკური სიდიდის განზომილება ჯერ კიდევ არ განსაზღვრავს თუ რამდენად დიდია მისი ერთეული, იგი კავშირს ამყარებს მხოლოდ სხვადახვა ფიზიკურ სიდიდეების ერთეულებს შორის. განზომილება გვაძლევს წესს, რომლის საშუალებით შეიძლება განვსაზღვროთ თუ როგორ იცვლევა ნაწარმოებ ფიზიკურ სიდიდეთა ერთეული ძირითად სიდიდეთა მასშტაბის ცვლილებისას. მათემატიკურად ჩაწერილ ამ წესს, განზომილების ფორმულა ეწოდება. დავუშვათ, მაგალითად, რომ სიგრძის ერთეულია კილომეტრი, ხოლო დროის ერთეულად კი-წუთი. აჩქარების ერთეული ამ ერთეულთა სისტემაში იქნება 1 კმ/წთ2. ისმის კითხვა თუ როგორ შეიცვლება აჩქარების ერთეული თუ სიგრძის ერთეულად ავიღებთ სანტიმეტრს, ხოლო დროის ერთეულად კი წამს. განზომილების ფორმულით შეიძლება სწრაფად გაეცეს პასუხი ამ კითხვას:

1 კმ/წთ2 = 105/602 სმ/წმ2

აქედან ჩანს რომ აჩქარების ერთეული 1 კმ/წთ2 ერთეულზე სმ/წმ2 1000/36 ჯერ მეტია. შესაბამისად ამისა აჩქარების რიცხვითი მნიშვნელობა, გაზომილი კმ/წთ2, იქნება იმავე აჩქარების რიცხვით მნიშვნელობაზე 1000/36 ჯერ მეტი, თუ მას გავზომავთ სმ/წმ2-ში.

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.