ავტომობილი როგორც მუსიკალური ინსტრუმენტი
ახალი სერვისი „გზის მუსიკა“ (Play the Road) შექმნა Volkswagen-მა ბრიტანული ჯგუფის Underworld-ის დახმარებით. მობილური აპლიკაციის მუშაობის პრინციპი დამყარებულია იმაზე, რომ მანქანის კომპიუტერთან დაკავშირებული სმარტფონი იღებს GPS ინფორმაციას და მონაცემებს მანქანის სიჩქარის, აჩქარებების და საჭის ბრუნვის ინტენსივობის შესახებ. ამ მონაცემების სმარტფონის შიგა აქსელერომეტრის და გიროსკოპის ინფომაციასთან შედარების შემდეგ ახალი პროგრამა Play the Road ქმნის და ტარებისას, რეალურ დროში, ასრულებს მუსიკას.
ჯერჯერობით აღნიშნული აპლიკაცია არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი