Mars Express-ის ფობოსთან 29 დეკემბრისთვის დაგეგმილი მიახლოება მცირე დროის განმავლობაში მოხდება და სურათების გადაღება ვერ მოხერხდება. მაგრამ მეცნიერები მიიღებენ ზუსტ მონაცემებს ფობოსის გრავიტაციულ ველზე, რის მეშვეობითაც მეტს გაიგებენ მისი ბირთვის შემადგენლობაზე.
ფობოსს საკმაოდ მცირე გაბარიტები აქვს - 27x22x18 კმ. ამიტომ მისი გრავიტაციული ველი მცირედ გადახრის Mars Express-ის ტრაექტორიას და უმნიშვნელოდ შეცვლის მის სიჩქარეს. ეს გადახრები დაფიქსირდება Mars Express-დან წამოსული რადიო სიგნალის დედამიწამდე მოღწევის დროის ცვლილებაში. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით მეცნიერები შეაფასებენ ფობოსის მასას და გამოიტანენ დასკვნებს მისი ბირთვის შედგენილობაზე.
Mars Express-ისა და ფობოსის მდებარეობის შესახებ ზუსტი მონაცემების მისაღებად, აპარეტმა რამდენიმე კვირით ადრე დაიწყო სურათების გადაღება მაღალი გარჩევადობის სტერეო კამერის საშუალებით. დაახლოების მომენტს დააკვირდებიან დედამიწის სხვადასხვა წერტილში განლაგებული სადგურებიდან 35 საათის განმავლობაში.
2010 წელს Mars Express-მა 67კმ-ს დაშორებით ჩაუარა ფობოსს და ამ დაახლოების მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებმა ივარაუდეს რომ ფობოსის შიგნით არის სიცარიელებები, რომლებიც სრული მოცულობის 1/4 ან 1/3-ს შეადგენენ. ეს კი იძლევა სპეკულიაციების საბაბს ფობოსის შესაძლო ხელოვნური წარმომავლობის შესახებ.