შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 1

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

წყალმცენარეებით მიღებული ნავთობი
წყალმცენარეებით მიღებული ნავთობი

ამერიკელმა მეცნიერებმა ისწავლეს როგორ მიიღონ წყალმცებნარეებისგან ნედლი ნავთობი ერთი საათის განმავლობაში. კომპანია Genie Fuel Corp, რომლის მიზანია ბიოსაწვავის წარმოება, აპირებს ააშენოს ექსპერიმენტალური საწარმო ნავთობის მისაღებად.

ტექნოლოგიური პროცესის დროს გადასამუშავებელი მასალა, რომლელიც ვიზუალურად წყალმცენარეების პიურეს მოგვაგონებს, შედის რეაქტორში და იქიდან გამოდის: ნავთობი, წყალი და ფოსფატები, რომლებიც მოგვიანებით გადამუშავდება წყალმცენარეებისთვის სასუქად. მთლიან ციკლს ერთ საათზე ნაკლები სჭირდება. გამოყენებული ტექნოლოგიური ციკლის მსგავსი პროცესები მიმდინარეობს ბუნებაშიც, თუმცა მათი ხანგრძლივობა მილიონობით წელია.


www.3dnews.ru/assets/external/illustrations/2007/12/02/67220.jpg

ახალი მეთოდით მიღებული ''შავი ოქრო'' გამოირჩევა შესანიშნავი ხარისხით. მისი გამოყენება შეიძლება ნავთის, დიზელსა და ბენზინის საწარმოებლად. ექსპერიმენტის დროს ამერიკელებმა შესძლეს წყალმცენარეებში შემავალ ნახშირწყალბადის 50% გადაეყვანათ ნავთობში, ამასთან ზოგჯერ 70%-იან ნიშნულსაც უახლოვდებიან. გარდა ამისა, დარჩენილი აზოტი, წყალი, კალიუმი და ფოსფორი გამოიყენება წყალმცენარეების მოსაშენებლად.

უნდა აღინიშნოს, უკვე დიდი ხანია ცნობილია წყალმცენარეების გამოყენების შესაძლებლობა ბიოსაწვავის მისაღებად. აქამდეც ტარდებოდა ექსპერიმენტები ამ მიმართულებით, თუმცა პროცესი ხანგრძლივი და ძვირადღირებული იყო. ახალი ვარიანტში კი მშრალის ნაცვლად ნოტიო წყალმცენარეები გამოიყენება, რაც გადამუშავებისთვის გაცილებით ნაკლებ დროს მოითხოვს და ამცირებს ენერგისს დანახარჯებსაც.

წყარო

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.