ნასას ასტრონავტს ღია კოსმოსში სკაფანდრი დაუზიანდა
NASA-ს წარმომადგენლებმა, მას შემდეგ, რაც გაგრილების სისტემის შეკეთების ოპერაციის წარმატების შესახებ გვაუწყეს, განაცხადეს, რომ ღია კოსმოსში გასვლა, რომელიც ოპერაციის დასასრულებლად უნდა მომხდარიყო 23-24 დეკემბერს, გადაიდო. ამის მიზეზი გახდა ერთ-ერთი კოსმონავტის სკაფანდრის დაზიანება რემონტის დროს. მნიშვნელოვანი დაზიანების შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალი იქნებოდა. საბედნიეროდ ასტრონავტი გადარჩა, დაზიანება კი მოგვიანებით შეამჩნია. გაგრილების სისტემის რემონტის დასამთავრებლად საჭიროა კიდევ ერთი სახიფათო "გასეირნება", ეს კი მხოლოდ მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც კოსმონავტები სათადარიგო "აბჯარს" გაამზადებენ.
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი