მეცნიერთა ჯგუფმა ჩონამის (სამხრეთ კორეა) უნივერსიტეტიდან შექმნეს მსოფლიოში პირველი ფუნქციონალური ნანორობოტები, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად აღმოაჩინონ ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები და ადგილზე მიიტანონ საჭირო სამკურნალო პრეპარატები. ნახსენები ნანორობოტები არიან გენეტიკურად მოდიფიცირებული განსაზღვრული ტიპის ბაქტერიები. მათ შესწევთ უნარი უპრობლემოდ აღმოაჩინონ ავთვისებიანი სიმსივნეებისთვის დამახასიათებელი ქიმიური ნაერთების და ცილების მცირე კონცენტრაციაც კი. ეს კი კიბოს პირველივე უჯრედების განადგურების საშუალებას იძლევა და დაავადების დამარცხება საწყის ეტაპზე მოხდება. როგორც ლაბორატორიულმა კვლევებნა აჩვენა, მათ მიერ შექმნილი ნანორობოტები გამოდგებიან მხოლოდ გარკვეული სახის სიმსივნის შემთხვევაში, ასეთებია მკერდის და სწორი ნაწლავის კიბო. თუმცა გამომგონებლები იმედოვნებენ, რომ ეს ჩამონათვალი გაიზრდება და მომავლის ნანორობოტები შეძლებენ გაუმკლავდნენ ყველანაირ კიბოს უჯრდს.
წყარო: http://www.dailyt...iyami.html