წარმოიდგინეთ სამყარო სადაც მატარებლები შეუჩერებლად მოძრაობენ, გაჩერებიდან იყვანენ მგზავრებს ისე, რომ გაჩერებაში დროს არ კარგავენ. ეს რევოლუციური კონცეპცია შემოგვთავაზა ჩინელმა დიზაინერმა ჩენ ჯიენჯუნმა.
მუდმივად მოძრავი მატარებლის შემთხვევაში მგზავრებს არ მოუწევთ ბაქანზე დალოდება, არამედ სპეციალურ კონტეინერებში, რომელიც მოთავსდება ლიანდაგებს ზევით. როდესაც მატარებელი გაივლის სადგურს, კონტეინერი ფიქსირდება მატარებლის სახურავზე და მგზავრები სპეციალური კიბეებით ჩავლენ მატარებელში. ამის შემგეგ კონტეინერი გადაადგილდება მატარებლის ბოლოში და მასში ავლენ ის მგზავრებს რომლებსაც შემდეგ სადგურში ჩასვლა სურთ. მომდევნო სადგურთან კონტეინერი სცილდება მატარებელს და ჩერდება სადგურში, ხოლო მატარებელი იერთებს მეორე მგზავრებიან კონტეინერს.
თუ ჩავთვლით, რომ თითოეული გაჩერება დაახლოებით 5 წთ-ს მოითხოვს რამოდენიმე ათეული გაჩერების გავლისას დროის ეკონიმია უკვე საათობით განისაზღვრება.
წყარო