შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 2

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ბიოლოგიური ბატარეა
ბიოლოგიური ბატარეა

Li-ion (ლითიუმ-იონური) ბატარეა ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში ელექტრული მუხტის ხანგრძლივად შენახვის თვისების გამო. თუმცა ლითიუმი, რომელიც აღნიშნული ბატარეის მთავარი შემადგენელი კომპონენტია, გამოირჩევა მაღალტოქსიურობით. ადამიანის ორგანიზმში მისი მოხვედრა დაუშვებელია. ზუსტად ამიტომ დაიწყეს მეცნიერებმა ისეთი ხერხის ძებნა, რომლითაც შეძლებდნენ შეექმნათ აკუმლატორი, რომელიც მუხტს ხანგრძლივად შეინახავდა და ეკოლოგიურად სუფთაც იქნებოდა.

ასეთი აკუმლატორები გადაწყვეტდნენ სამედიცინო იმპლანტებში ელემენტის გამოყენების პრობლემას. რადგან სამედიცინო მიზნებისთვის მიზანშეწონილია მხოლოდ ბიოლოგიური მასალების გამოყენება. როგორიცაა: წყალი, მელანინი და ა.შ.

მელანინი არის ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც შედის ადამიანთა და ცხოველთა კანის შემადგენლობაში. ზუსტად ამ პიგმენტის გამომუშავების საშუალებით ირუჯება ადამიანი, ასევი ის წარმოადგენს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დამცავ საშუალებას.

მელანინის თვისებების გათვალისწინებით პიტსბურგელმა მეცნიერებმა გადაწყვიტეს , სამედიცინო მიზნებისათვის, აღნიშნული პიგმენტის ბაზაზე შეექმნათ ეკოლოგიურად სუფთა ბატარეა. ბიობატარეის შექმნის მიზნით ექსპერიმენტის ავტორებმა ანოდი გააკეთეს ნარევით, რომლის შემადგენლობაში უდიდესი ადგილი მელანინს უკავია. შემდეგ ამ ნრევს დაუმატეს ნატრიუმის იონები და შიგ მოათავსეს ფოლადის ბადე. მელანინის ქიმიური სტრუქტურის წყალობით, ნარევში შეიძლება მოთავსდეს იონების დიდი რაოდენობა, რამაც, განაპირობა მძლავრი აკუმლატორის შექმნის შესაძლებლობა. შედეგად მეცნიერებმა შექმნეს ბატარეა, რომელიც ინახავს მუხტს ხუთ საათზე მეტ ხანს (ეს დრო თითქმის უტოლდება ტოქსიკური ლითიუმ-იონურისას).

უნდა აღინიშნოს, რომ განიხილებოდა სხვა ნატურალური კომპონენტებიც. თუმცა ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ მათ ქიმიური მოდიფიკაცია ესაჭიროებოდათ, მელანინს კი არა.

წყარო

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.