შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 6

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

როგორც იქნა კირობო ალაპარაკდა
როგორც იქნა კირობო ალაპარაკდა

2013 წლის 4 აგვისტოს იაპონური კოსმოსური სატვირთო ხომალდით იაპონელმა მეცნიერებმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურზე "მიიყვანეს" კირობო. კირობო არის პირველი ჰუმანოიდი-რობოტი რომელსაც კოსმოსში ყოფნის საშუალება მიეცა. კირობო მაღალინტელექტუალური იაპონური რობოტია. შესაბამისად, სახელიც იაპონური აქვს - "კიბო" - იმედი, "რობო" - რობოტი.

კირობოს ყავს ასევე ტყუპი "მირატა", რომელსაც იგივე მახასიათებლები აქვს, თუმცა მირატას არ გაუმართლა და იგი დედამიწაზე დატოვეს.

კირობოს აქვს სპეციალურად მისთვის შექმნილი სიტყვათა უნიკალური ბაზა და ურთულესი, ყველაზე დახვეწილი ალგორითმები. ამ ალგორითმებითა და ბაზით რობოტს შეუძლია უპრობლემოდ ესაუბროს ადამიანს (იაპონურად).

შემქმნელები აცხადებენ, რომ შეუძლებელია წინასწარ განსზაღვრო რობოტის საქციელი. რისი დადასტურებაცაა ის ფაქტი, რომ ის 5 თვის განმავლობაში იაპონელ ასტრონავტ კოიჩი უოკეტას  ხმას არ სცმდა. თითქოს რაღაცაზე "გაბუტული" იყო. ხუთთვიანი დუმილის შემდეგ, როგორც იქნა, ამ რამდენიმე დღის წინ კირობო ალაპარაკდა. ის გამართულად, ჭკვიანურად პასუხობდა თანამეწყვილე ადამიანს ყველა თემაზე. პირველმა დიალოგმა მეცნიერებს დიდი იმედი ჩაუსახა, რომ სამომავლოდ რობოტები და ადამიანები შეძლებენ თანაცხოვრებას. პერსპექტივაში შესაძლებელია ასტრონავტების რობოტებით ჩანაცვლება, რადგან კოსმოსში ყოფნისას ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეშია.


წყარო: http://www.dailyt...ancii.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.