NASA-მ გასცა განკარგულება საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თერმორეგულაციის ტუმბოს დაუყოვნებლად შეკეთების თაობაზე. ამისათვის ამერიკელ კოსმონავტებს მოუწევთ ღია კოსმოსში ორჯერ გასვლა, რაც გადაიცემოდა პირდაპირ ეთერში NASA TV-ს საშუალებით.
21 დეკემბერს მეორე გასვლისას, რომელიც დაახლოებით 5.5 საათი გრძელდებოდა, NASA-ს კოსმონავტებმა მაიკლ ჰოპკინსმა და რიჩარდ მასტრაკიომ მოახდინეს დაზიანებული ტუმბოს დემონტაჟი. დემონტაჟი დაგეგმილი იყო 23 დეკემბრისთვის, მაგრამ კოსმონავტებმა საქმეს თავი უფრო სწრაფად გაართვეს და შესაძლოა ღია კოსმოსში მესამე გასვლა აღარ გახდეს საჭირო.
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გაციების სიტემის გამორთვის შესახებ 12 დეკემბერს გახდა ცნობილი. ტუმბოს მუშაობის შეფერხების გამო სადგურზე გამაგრილებელი სისტემის ნახევარი ავტომატურად გაითიშა, რამაც გამოიწვია ტემპერატურის უკონტროლობა. NASA ირწმუნება, რომ სიტუაცია პოტენციურად სერიოზულია, მაგრამ კოსმონავტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ გაუმართაობის გამო NASA-მ იანვრამდე უკვე გადადო 19 დეკემბერს დაგეგმილი ამერიკული საბარგო თანამგზავრი Cygnus- ის გაშვება სადგურზე.
წყარო:http://www.bbc.co...alks.shtml