კოსმოსური ფონური მიკროტაღური გამოსხივების (CMB) ტემპერატურა, რომელსაც ასევე უწოდებენ რელიკტურს რადგან ის ავსებს სამყორის თითქმის მისი დაბადებიდან, არის დაახლებით 3 K (- 270 C).
CMB პოლარიზებულია და ამ პოლარიზაციაში შეგვიძლია გამოვყოთ ორი მდგენელი:
-
გრადიენტული - E-მოდა - რომელიც ჩნდება CMB-ის ნაწილაკების პლაზმასთან ურთიერქმედებისას მის გამოსხივებამდე;
-
როტორული - B-მოდა - განპირობებული გამოსხივების შემდეგ გრავიტაციური ლინზირებით.
B-მოდის აღმოჩენა რთულია მისი მცირე ამპლიტუდის გამო. თუმცა ტელესკოპ SPT-ს მგრძნობიარე ხელსაწყოების საშუალებით მოხერხდა 7,7 σ-ს სიზუსტით პოლარიზაციის დატანა კოსმოსური ტელესკოპის Herschel-ის მიერ შედგენილ ნივთიერების განაწილების რუკაზე. რუკა გვაძლევს საშუალებას ვიმსჯელოდ სამყაროს რომელ ნაწილში იქნება ყველაზე გამოკვეთილი გრავიტაციული ლინზირება.
რელიკტური გამისხივების პოლარიზაციის როტორული მდგენელის შემდგომი გამოკლევამ შესაძლოა დაამტკიცოს ინფლაციის მოდელი სისწორე და დაგვეხმაროს სამყაროს ევოლუციის და მასში ნივთიერების განაწილების უკეთ გაგებაში.