ჩინური თანამგზავრი Chang’e 3 სხვაგან დაეშვა
ჩინური მთვარის პროგრამის წამყვანი მეცნიერი იუნ იანი ამტკიცებდა, რომ მისა Chang’e 3-ს მთავარი მიღწევა იყო "წინასწარ განსაზღვრულ წერტილში ზუსტი დაშვება" და გეგმის თანახმად YuTu-ს უნდა დაეწყო თავისი მისია Sinus Iridum-ში (ცისარტყელის ყურეში), მაგრამ როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა დაშვება მოხდა უფრო აგმოსავლეთით, Mare Imbrium-ის (წვიმების ზღვა) ჩრდილოეთ ნაწილში. დაშვების ადგილი სურათზე წითელი ჯვრითაა მითითებული.
მიუხედავად ცდომილებისა მეცნიერები მაინც აპირებენ გამოკლევების გაგრძელებას, რადგან დაშვების ადგილთან ახლოს არის ტიტანით მდიდარი ქანები, რომელთა ნიმუშები ჯერ არავის არ ჩამოუტანია დედამიწაზე.
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი