ჩინურ თანამგზავრი Chang’e 3-ს დასაშვებუ მოდული შაბათს (14 დეკემბერს) მთვარეზე დაჯდა. ეს იყო მთვარზე ჩინური კოსმოსური აპარატის რბილად დაშვების პირველი შემთხვევა.
კოსმოსურმა ხომალდმა Chang’e 3, მასზე განთავსებული მთვარემავალი YuTu-თი, დედამიწა 2 დეკემბერს დატოვა. ხომალდი მთვარის ორბიტაზე ფრენის მეექვსე დღეს გავიდა და დაიწყო მზადება დასაშვები მოდულის გასაშვებად. აპარატმა დედამიწაზე გადმოსცა დაშვებისას გადაღებული 59 სურათი, იმ სურათების ჩათვლით რომლებიც უკვე მთვარის ზედაპირზე იქნა გადაღებული.
დასაშვები მოდულის დაჯდომა მთვარის ზედაპირზე, მთვარის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ავტოპილოტით განახორციელა და დაახლოებით 12 წუთს მიმდინარეობადა. დაშვების შემდეგ წარმატებით მოხდა მზის ელემენტების გაშლა, რათა მოხდეს საჭირო ენერგიის გამომუშავება. მისია ჯერ-ჯერობით წარმატებით მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ დასაშვები აპარატი დაახლოებით 400 კმ-ით აცდა თავდაპირველად დაგეგმილ დაშვების წერტილს.