შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ქაფის საიდუმლო ამოცნობილია
ქაფის საიდუმლო ამოცნობილია

მეცნიერები არა მხოლოდ ფუნდამენტური კვლევებით არიან დაკავებული, არამედ ხშირად შეისწავლიან მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ საინტერესო მოვლენებსაც.

ნებისმიერი ბავშვი ინატრებდა, რომ  საპნის ბუშტები უფრო დიდხანს არ გამსკდარიყვნენ. არც ქალბატონები (და შეიძლება მამაკაცებიც) არ იტყოდნენ უარს თუ აბაზანაში ფუმფულა და ჰაეროვანი საპნის ქაფი კიდევ უფრო დიდ ხანს გაჩერდება. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ საპნის ქაფის საათობით შენახვა არის შესაძლებელი.

როგორც European Physics Journal-ის ერთ-ერთი სტატია იუწყება, გერმანელმა და შვეიცარიელმა ფიზიკოსებმა ძლიერი მაგნიტური ველის საშუალებით მიაღწიეს სითხის მაგნიტურ აქაფებას. მათ მიერ გამოყენებული ე.წ. დიამაგნიტური ლევიტაციის ტექნიკა ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ წყალს, რომელიც ქაფის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია, დიამაგნიტური თვისებები აქვს. ეს ნიშნავს, რომ წყლის მოლეკულების დამაგნიტებისას საწყისი ველის საწინააღმდეგო მიმართულების მაგნიტური ველი წარმოიშვება. ეს კი საშუალებას იძლევა ძლიერი მაგნიტური ველით მოხდეს წყლის ეფექტური აქაფება და ამ ქაფის დიდი ხნის განმავლობაში შენახვა.

ექსპერიმენტისთვის ავტორებმა ზეგამტარი სოლენოიდით შეძლეს მძლავრი, 18 ტესლას სიდიდის, მაგნიტური ველის მიღება. დაკვირვებების შედეგად მათ შეამოწმეს თეორიები ქაფის სტრუქტურასა და ქცევაზე და მოიყვანეს „სხვადასხვა ქაფის“ დაშლის სიჩქარეების ჩამონათვალი.


წყაროები:
http://link.sprin...13-13116-x
http://www.wissen...89394.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.