NASA-ს სპეციალური თამნამგზავრის მონაცემების თანახმად ანტარქტიდაში რეკორდულად დაბალი ტემპერატურა (-93.2 C) დაფიქსირად და ამით 1983 წლის რეკორდი (-89,2 C) მოიხსნა. ეს მოვლენა მოხდა 2010 წლის აგვისტოში (როცა ანტარქტიკაში ზამთარია), თუმცა გამოცხადდა მხოლოდ ამა წლის 9 დეკემბერს, ამერიკის გეოფიზიკური საზოგადოების შეხვედრაზე სან-ფრანცისკოში, ნაციონალური თოვლის და ყინულის მონაცემთა ცენტრის წამყვანი მეცნიერის ტედ სკამბოსის მიერ.
შედარებისთვის გვინდა მოვიყვანოთ ტემპერატურის რეკორდულად დაბალი მნიშვნელობები დედამიწის სხვა ადგილებში: ამერიკა -62 C; აზია - 68 C; გრენლანდია -75 C.
ტემპერატურის გაზომვები 2003 წლიდან 2013 წლამდე მიმდინარეობდა საშუალო გაფართოების სპექტრო-რადიომეტრის სენსორით რომელიც მოთავსებულია NASA თანამგზავრზე Aqua. წელს NASA-მ ამერიკისგეოლოგიურისამსახურთან ერთად ამ მიზნებისთვის კიდევ ერთი ახალი მეტეოროლოგიური თანამგზავრი Landsat 8.
http://www.sciencedaily.com/releases/2013/12/131210111039.htm