იმპერიალ კოლეჯის (ლონდონი) მკვლევარებმა წარმატებით გაუკეთეს დემონსტრაცია იმას, თუ როგორ შეიძლება თეორიული მოდელი გარდავქმნათ ნივთიერ ობიექტად. მათ 3-D პრინტერის დახმარებით შექმნეს 8 სმ სიმაღლის ობიექტი, რომელიც ვიზუალიზაციას უკეთებდა მათემატიკურ მოდელს, რომელიც აღწერდა ხანძრის გავრცელებას ტყეში.
რთული სისტემის შიგნით მიმდინარე პროცესები შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც 2-განზომილებიანი ბადე. ბადის თითოეული უჯრედი შესაძლოა იმყოფებოდეს გარკვეულ მდგომარეობაში და განვითარდეს დროთა განმავლობაში რაღაც მოდელის თანახმად. მოცემულ შემთხვევაში მკვლევარებმა მაგალითად გამოიყენეს ტყის ხანძარი. ბადის ყოველი უჯრა შეესაბამებოდა ხეს , რომელიც იყო ან ცოცხალი, ან მკვდარი, ან იწვებოდა. უჯრის სტატუსი დამოკიდებული იყო მეზობელი უჯრების მდგომარეობაზე, რომელიც შესაძლოა იწვოდა, ან მეხი ეცემოდა. 3-D პრინტერი ობიექტის ევოლუციას ხატავს ფენებად, ამიტომ ობიექტის სიმაღლეს შეგვიძლია შევხედოთ როგორც პროცესის დროს. მიღებული ობიექტი გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები დროში.