შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 7

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

პლანეტა რომელიც არ უნდა არსებობდეს.
პლანეტა რომელიც არ უნდა არსებობდეს.

ასტრონომებმა აღმოაჩინეს შორეული პლანეტა, რომელიც პლანეტების ჩამოყალიბების თეორიის მიხედვით არ უნდა არსებობდეს. პლანეტა სახელად HD 10 106906 b არ გავს არცერთ პლანეტას და არ ერგება არცერთი არსებულ მოდელი პლანეტების შექმნის შესახებ.

პლანეტის მასა 11-ჯერ მეტია იუპიტერის მასაზე, ხოლო მისი ორბიტა ვარსკვლავის გარშემო 650-ჯერ სჭარბობს დედამიწა-მზის საშუალო მანძილს. მეცნიერების აზრით პლანეტა საკმაოდ ახალგაზრდა, დაახლოებით 13 მილიონი წლისაა და ჯერ კიდევ ასხივებს მისი ფორმირებისგან დარჩენილი სიმხურვალეს, ძირითადად ინფრაწითელ სპექტრში. მისი ტემპერატურა ამჟამად 1500 გრადუსია, რაც ბევრად ჩამოუვარდება მისი ვარსკვლავის ტემპერატურას.

i.dailymail.co.uk/i/pix/2013/12/06/article-0-19E7178600000578-760_634x474.jpg

ითვლება რომ პლანეტები რომლებიც თავის ვარსკვლავთან ახლოს მდებარეობენ, მაგალითად დედამიწა, იქნმნებიან პატარა ასტეროიდებზე მატერიის აკრეციის შედეგად მტვრის და გაზის დისკოში, რომელიც გარს ერტყმის ვარსკვლავს მისი ფორმირებისას. მაგრამ ეს პროცესი ძალიან ნელია იმისთვის, რომ გააჩინოს გიგანტური პლანეტები შორეულ ორბიტებზე.

მეორე მექანიზმის თანახმად გიგანტური პლანეტები ჩნდებიან მკვრივი ვარსკვლავური დისკოს მატერიის სწრაფი კოლაფსის შედეგად. მაგრამ ვარსკვლავურ გაზის დისკოებს იშვიათად აქვს საკმარისი სიმკვრივე, რომ მათგან შორს შეიქმნას ისეთი მასის პლანეტა როგორიცაა HD 10 106906 b.

განიხილავენ ალტერნატიულ მოდელებსაც. მაგალითად, მინი ორმაგი ვარსკვლავური სისტემის ჩამოყალიბება ორი სხვადასხვა გაზური ღრუბლიდან. ამ მოდელის პრობლემაა ის, რომ ტიპიურ ორმაგ სისტემაში შემავალი ვარსკვლავების მასების თანაფარდობა არ აჭარბებს 10-ს 1-თან. ამ შემთხვევაში კი თანაფარდობაა 100/1-ზე.


წყარო:http://www.dailym...ffled.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.