აუდიო აქსესუარების კომპანია Grado Labs-მა ყურსასმენების ახალი ტიპი გამოუშვა. ამ კომპანიას ადრეც ჰქონდა ორიგინალური - ხის საყურისებიანი ყურსასმენები, მაგრამ ახალი პროექტი ვისკის გამომშვებ კომპანია Bushmills-თან თანამშრომლობით შეიქმნა და სრულიად განსხვავებულ ყურსასმენს სთავაზობს აუდიოფილებს. ამ პროექტის მიხედვით ხის საყურისები იმ ფიჭვისგან იქნება დამზადებული, რომელშიც ადრე ვისკის ინახავდნენ. ეს შეიძლება სარეკლამო ტრიუკად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ მოდელის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ალკოჰოლით გაჟღენთილი ხე უზრუნველყოფს ბრწყინვალე ჟღერადობას.
მოწყობილობის კონსტრუქციაში ხის გარდა გამოყენებულია მეტალი, ტყავი, პლასტმასი და პარალონი. ყურსასმენები დახურული ტიპისაა. ზოგიერთი აუდიოფილი კი უპირატესობას ანიჭებს ღია ტიპის ყურსასმენს, თვლიან რა რომ მათში ხმა უფრო ჰაეროვანი და ბუნებრივია. Bushmills X Grado-ს მოდელის ყურასასმენების ღირებულება ‘მხოლოდ’ 400 $-ია, თუმცა ეს არ აჭარბებს გაპიარებულ Beats Audio-ს მიერ გამოშვებული ყურსასმენების ღირებულებას.
წყარო: http://www.popmec...hom-viski/