სმარტფონების უმრავლესობა ადრე თუ გვიან „სიცოცხლეს ასრულებს“ იატაკზე ან ასფალტზე დაცემით. ამ პრობლემასთან გამკლავებას ხშირად ტელეფონის ჩასადებებით ცდილობენ. მაგრამ ეს საშუალებები ყოველთვის არ შველის სიტუაციას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტელეფონი ეკრანით ეცემა ზედაპირს.
Honda-ს სპეციალისტები საკითხს რადიკალურად მიუდგნენ - გამოიგონეს რა სმარტფონების უნიკალური დამცავი. გამოგონება სახელად Case N უსაფრთხოების გარანტიას მისცემს სმარტფონების მომხმარებელს მათი დავარდნისას. აქსელერომეტრი, რომელიც გააჩნია თითქმის ყველა თანამედროვე ტელეფონს, საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ ვარდნის პროცესი; რის შემდეგაც ის ბრძანებას აძლევს 6 აირბაგს გახსნაზე, ისინი დაუყოვნებლივ იხსნებიან და „არბილებენ“ დაჯახებას.
ახალი კეისი ამჟამად სმარტფონზე რამდენჯერმე დიდია, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ სატესტო მოდელია, იმედია მალე უფრო კომპაქტურ მოდელს ვიხილავთ.