რუსული საინფორმაციო სააგენტოს PИА Новости-ის ცნობით, ინგლისურმა კომპანია Plastic Logic-მა რუსული კომპანია ОАО «Роснано»-სთან თანამშრომლობით ელექტრონული წიგნებისთვის ფერადი დრეკადი ეკრანი შექმნა. «ეს უნიკალური ტექნოლოგიაა, რომელსაც არც ერთი კონკურენტი არ ფლობს», — უთხრა ჟურნალისტებს კომპანიის ტექნოლოგიური პროექტირების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა პიტერ ფიშერმა (Peter Fischer).
ახალი ეკრანი ძალიან ელასტიურია, მისი დახვევაც კია შესაძლებელი. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით მომავალში შეიძლება მოხდეს ელექტრონული წიგნების (KINDLE) და პლანშეტური კმპიუტერების ეკრანების შეცვლა.
ინოვაცია, რომლითაც დაინტერესდა მრავალი წამყვანი ტექნიკის მწარმოებელი ფირმა, ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია. ამჟამად კვლევები პლასტიკური ეკრანების ტექნოლოგიაზე მიმდინარეობს დრეზდენში (გერმანია).
http://www.printedelectronicsnow.com/articles/2012/11/plastic-logic-makes-successful-evolution-to-flexib