გამა-აფეთქება (გამა სხივების ძლიერი იმპულსი) არის ამჟამად ცნობილი ყველაზე მძლავრი ენერგიის გამოტყორცნა კოსმოსში, დიდი აეთქების შემდეგ. ითვლება, რომ გამა-აფეთქებათა უმეტესობა გამოსხივდება როცა ვარსკვლავის კოლაფსის შედეგად შავ ხვრელი წარმოქმნება. შავი ხვრელი აჩქარებს ნაწილაკების ჭავლს, რომელიც განჭოლავს კოლაფსირებულ ვარსკვლავს და ის ამოიფრქვევა კოსმოსში თითქმის სინათლის სიჩქარით.
2012 წლის 8 მარტს NASA-ს სწარფი რეაგირების სატელიტმა Swift აღმოაჩინა 100 წამიანი გამა-გამოსხივების პულსი პატარა დათვის თანავარსკვლავედში. შემდეგ დედამიწაზე განლაგებული ოპტიკური ტელესკოპები შეუდგენ ე. წ. ნარჩენ გამოსხივებაზე დაკვირვებას. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ნარჩენი გამოსხივება 28 %-ით პოლარიზებული იყო, რაც უდიდესი მნიშვნელობაა აღმოჩენილ აფეთქებებს შორის. შემდეგ პოლარიზაცია ნელ-ნელა დაეცა 16 %-მდე, პოლარიზციის კუთხის შენარჩუნებით. ეს აღმოჩენა ადასტურებს მოსაზრებას შავ ხვრელებზე მიბმული დიდი მასშტაბის მაგნიტური ველების არსებობის შესახებ და ეწინააღმდეგება მოდელს, რომ პოლარიზაციას იწვევს ჭავლის არასტაბილურობებით წარმოქმნილი გადახლართული მაგნირტური ველები.