ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტის (ბოსტონთან ახლოს) მკვლევარებმა გააუმჯობესეს სამგანზომილებიანი მაგნიტური ველების სურათების მიღების ტექნოლოგია. კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Nature Materials-ის იანვრის ნომერში, შეიცავს სამწლიანი მაღალი ხარისხის ციფრული სიმულაციების შედეგებს. მხოლოდ სამი ელექტრონული სხივის პროექციის კუთხის გამოყენებით (ხისტი მრავალჯერადი რენტგენული გაშუქების ნაცვლად) მკვლევარებმა შეისწავლეს მაგნიტური სტრუქტურები (ე.წ. სკირმიონები) ტეტრაედრული ფორმის (სამკუთხა პირამიდა) 100 ნანო-მეტრის ზომის FeGe ნანო-ნაწილაკებში.
კვლევის ერთ-ერთი პოტენციური გამოყენებაა ელექტრონული სხივის ექსპოზიციის შემცირება სწრაფი სამგანზომილებიანი მაგნიტური გამოსახულების მიღების პროცესში. შედეგები შესაძლოა მნიშვნელოვანი გამოდგეს მაგნიტური ჩაწერის მოწყობილობების მეხსიერების გაზრდის საქმეშიც, რომლებშიც ამჟამად იყენებენ ორგანზომილებიან პანელებს და უახლოვდებიან ინფორმაციის შენახვის ზღვარს. შემოთავაზებული მეთოდი ასევე სასარგებლო ინსტრუმენტი იქნება სხვადასხვა მასალაში სამგანზომილებიანი მაგნიტური სტრუქტურების გამოსავლენად და დასახასიათებლად.
წყარო: