მეცნიერებს დიდ ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ იცოდნენ თუ ბირთვული რეაქციები ნეიტრონული ვარსკვლავის შიგნით როგორ იწვევდნენ მისი ზედაპირის გათბობას. მაგრამ მიჩიგანის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა თეორიული გამოთვლების საფუძვლებზე ივარაუდეს აქამდე უცნობი ფენების არსებობა ნეიტრონულ ვარსკვლავში, სადაც ხდებოდა რადიოაქტიული დაშლისას გამოყოფილი ნეიტრინოების სწრაფი გაციება. ეს უცნობი ფენები ვარსკვლავის ზედაპირის შიგნით ღრმად არ არიან და თუ სითბო წარმოიშვება ვარსკვლავის ღრმა ფენებში, იგი უნდა დაიხარჯოს ცივი ნეიტრინოების ფენის გასათბობად და ზედაპირამდე ვერ აღწევს.
ნეიტრინოების გაციების მექანიზმი ძლიერ არის დამოკიდებული ურთიერთქმედი ნუკლიდების ფორმაზე. თუ ვარსკვლავში ნუკლონების უმეტესობა სფერულია, მაშინ ნეიტრინების გაციება მცირეა. ნეიტრონული ვარსკვლავისთვის კი მეცნიერთა აზრით ნუკლონები უნდა იყვნენ დეფორმირებული და ჰქონდეს ოვალური ფორმა, რაც ზრდის გაციების სიდიდეს.
მკვლევართა აზრით ახალი შეფასება უფრო მეტ კითხვას ბადებს ვიდრე პასუხს სცემს. იგი მთლიანად ცვლის შეხედულებებს ნეიტრონული ვარსკვლავის ზედაპირის ტემპერატურის შესახებ.