სხეული რაც უფრო ცხელდება, მით უფრო ვარვარებს (ანათებს). მაგრამ ეს კანონი ყველაფრისთვის სამართლიანი არაა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნივთიერება რომელიც ამ წესს არღვევს, გამოსხივების სპექტრის თანახმად ის თითქოს გრილდება და ამ დროს მისი ტემპერატურა იმატებს.
ასეთი ნივთიერების მაგალითია ვანდიუმის ორჟანგი (vanadium dioxide), მისგან დამზადებული საგანი ინფრაწითელ კამერებსაც კი იოლად გააცურებს. გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ ეს ნივთიერება 70°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე იქცევა როგორც ელექტრო იზოლატორი, ხოლო 70°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე კი მისი წინაღობა მცირდება და ის ხდება გამტარი. მეცნიერები ჯერ-ჯერობით ვერ ხვდებიან თუ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი.
მსგავსი თვისებების ნივთიერებები დაეხმარება მეცნიერებს დაამზადონ გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემები, რომლებიც ნაკლებ ენერგიას გამოიყენებენ.