2021 წლის 13 ივნისს გავრცელდა სამწუხარო ინფორმაცია, რომ ლეგენდარული კოსმოსური ტელესკოპი Hubble მწყობრიდან გამოვიდა. 14 ივლისს NASA-ს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს პრობლემა და შეეცდებიან ტელესკოპის რეანიმირებას.
სპეციალისტების განცხადებით Hubble-ს პრობლემები შეუქმნა სიმძლავრის რეგულატორმა (PCU), რომელმაც გამოიწვია კომპიუტერის გამორთვა. მათი აზრით PCU კომპიუტერს აწვდიდა არასწორ ელექტრულ ძაბვას, ან ძაბვისგან დაცვის სისტემა გამოვიდა მწყობრიდან.
საბედნიეროდ Hubble-ს ყველა სისტემა დუბლირებულია და ინჟინრებს შეუძლიათ უბრალოდ გადაერთონ სათადარიგო PCU-ზე. თუმცა წარმატება არაა გარანტირებული, რადგან მოწყობილობა შეერთებულია მართვის ბლოკის და მონაცემების დამუშავების (SI C&DH) სისტემებთან და სპეციალისტებს მოუწევთ SI C&DH-ს მთლიანი გადართვა. შედეგად Hubble-ს აღარ დარჩება სათადარიგო აპარატურა და ნებისმიერი შემდეგი დაზიანება გამოიწვევს მისიის დასრულებას.
NASA-ს სპეციალისტებმა ჩაატარეს გადართვის პროცედურის მოდელირების ორი სეანსი Hubble-ს მსგავს სისტემებზე და 15 ივლისს შეუდგენ ტელესკოპის სისტემების განახლებას. წარმატების შემთხვევაში კოსმოსური ტელესკოპი Hubble მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს.
Hubble წარმოადგენს NASA-ს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ასტროფიზიკურ მისიას. იგი კოსმოსში გაუშვეს 1990 წელს და პროგნოზით მისი ექსპლოატაცია 2000 წლამდე იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა ტელესკოპი ორბიტაზე ფუნქციონირებს უკვე 31 წელია და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ის კიდევ რამდენიმე წელი იმუშავებს. ტელესკოპის განახლება 10 წელია არ ჩატარებულა, ხოლო ზოგიერთი მისი ხელსაწყოს ასაკი 30 წელია. 2009 წელს განხორციელდა Hubble-ს ბოლო, რიგით მეხუთე რემონტი პირდაპირ ორბიტაზე, მაშინ NASA-ს ასტრონავტების შეცვალეს ორი დაზიანებული ხელსაწყო. NASA აცხადებს, რომ ამჟამად სააგენტოს არა აქვს ასტრონავტების ტელესკოპის სარემონტოდ გაგზავნის საშუალება და Hubble-ს მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში კონცენტრირება მოხდება ახალი, უფრო მძლავრი კოსმოსური ტელესკოპის, James Webb-ის მისაზე, რომლის გაშვებაც ამა წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.
წყარო: