ფარული მატერია შეადგენს ჩვენი სამყაროს გრავიტირებადი მასის 85%-ს. იგი არა ასხივებს სინათლეს, რაც შეუძლებელს ხდის მასზე დაკვირვებას და აქედან გამომდინარე მისი თვისებები ჩვენთვის უცნობია.
”ჩვენ ვცხოვრობთ ფარული მატერიის ოკეანეში, მაგრამ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რისგან შედგება ის. ეს ბუნებაში ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი სუბსტანციაა. ჩვენ ვიცით, რომ ის არსებობს, მაგრამ არ ვიცით როგორ უნდა მოძებნოთ იგი, ან რატომ არ ჩანს იქ, სადაც ველოდით." - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი Flip Tanedo (რივერსაიდის კალიფორნიის უნივერსიტეტი).
ახალი კვლევა უშვებს დამატებითი განზომილების არსებობას. ამ მოდელის თანახმად, ფარული მატერიის ნაწილაკები არ იქცევიან ჩვეულებრივი ნაწილაკებივით.
”ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემი კვლევითი პროგრამის მიზანი იყო ფარული მატერიის დაკავშირება ფარულ ურთიერთქმედებებთან. ამან შეიძლება მთლიანად გადაწეროს წესები, თუ როგორ უნდა მოძებნოთ ფარული მატერია." - ამბობს Flip Tanedo.
თუ ფარული მატერიის ორი ნაწილაკი ერთმანეთს იზიდავს ან განიზიდავს, მაშინ არსებობენ ახალი ურთიერთქმედებები. ამ ახალი ძალების მათემატიკურად აღსაწერად კალიფორნიელმა მკვლევარებმა გამოიყენეს დამატებითი განზომილების თეორიები.
"ჩვენს დაკვირვებად სამყაროს აქვს სამი სივრცითი განზომილება. ჩვენ ვარაუდობთ, რომ შეიძლება არსებობდეს მეოთხე განზომილებაც, რომლის შესახებაც მხოლოდ ფარულმა ურთიერთქმედებებმა იციან. დამატებით განზომილებას შეუძლია ახსნას, თუ რატომ ვერ ვხედავთ ფარულ მატერიას ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში." - ამატებს Flip Tanedo.
ეს იდეა შეიძლება ეგზოტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ის არის დამატებითი განზომილების მქონე ჰოლოგრაფიული კონფორმული ველის თეორიის ერთ-ერთი ინგრედიენტი. ამ მოდელში ფარული მატერიის ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება აღწერილია სხვადასხვა მასის უსასრულო რაოდენობის ნაწილაკებით (კონტინუუმით). მაშინ როცა ჩვეულებრივი ძალები აღიწერება ფიქსირებული მასის მქონე ერთი ტიპის ნაწილაკებით.
კვლევის შედეგები გამოქვეყნდა 2021 წლის 1 ივნისს ჟურნალში Journal of High Energy Physics.
წყარო: