თითქმის ყველა, საკმარისად მასიური, გალაქტიკის ცენტრში გვხვდება შავი ხვრელი, რომელსაც, შეუძლია 'გამოიმუშაოს' საკმარისი ენერგია, იმისათვის, რომ გააცხელოს და დიდ მანძილებზე გაფანტოს მის გარშემო არსებული მტვერი. გავლენა, რომელიც შეუძლია იქონიოს ამ ენერგიამ მშობლიური გალაქტიკის ფორმირებაზე, კვლევების ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ამჟამად.
ტენერიფეს (ესპანეთი) და მაქს პლანკის (გერმანია) ასტროფიზიკის ინსტიტუტების მკვლევარებმა, გადაწყვიტეს წასულიყვნენ შავი ხვრელიდან კიდევ უფრო შორს და გამოეკვლიათ მისი ზემოქმედება არა მხოლოდ მშობლიურ, არამედ მეზობელ გალაქტიკებზეც. ამ საკითხის შესასწავლად გუნდმა გამოიყენა Digital Sky Survay პროექტის მონაცემები და გაანალიზა ათასობით გალაქტიკური გროვის თვისებები. აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავთ-წარმოქმნა მცირე სატელიტ გალაქტიკებში დამოკიდებულია მათ ორიენტაციაზე ცენტრალური გალაქტიკის მიმართ. ამას ავტორები ცენტრალური შავი ხვრელის მიერ გამოტყორცნილ ენერგიასა და მატერიასთან აკავშირებენ. კვლევის შედეგები 2021 წლის 9 ივნისს გამოქვეყნდა ჟურნალში Nature.
წყარო: