მზის სისტემის გალაკტიკაში მოძრაობის დაკვირვებისას აღმოჩენილი იქნა რომ მას გააჩნია გრძელი, უსწორმასწორო კუდი.
მეცნიერები ყოველთვის ვარაუდობდნენ, რომ ჩვენი მზის სისტემას ექნებოდა დამუხტული ნაწილაკების კუდი, მაგრამ როგორც NASA-ს ასტრონომი ერიკ კრისტოფერი აცხადებს მათ პირველად აქვთ ამის დამადასტურებელი ფაქტები.
აღმოჩენის შესახებ მონაცემები შეგროვებულ იქნა 2008 წელს გაშვებული სატელიტი IBEX-ის მიერ. თანამგზავრი აღწერს აჩქარებული ატომების ტრაექტორიას, რომლებიც მზის სისტემის გარეუბნებიდან იღებენ სათავეს, სანამ ისინი შეეჯახებიან მზიდან წამოსულ დამუხტულ ნაწილაკებს.
IBEX-ის ჯგუფმა ჯერ ვერ დაადგინა მზის სისტემის კუდის ზუსტი სიგრძე, მაგრამ მიახლოებით იგი 150 მილიარდ კმ-ს უნდა უდრიდეს. ანუ კუდის სიგრძე მზიდან დედამიწამდე მანძილს 1000-ჯერ უნდა სჭარბობდეს. IBEX-ის ჯგუფი გეგმავს გამოიკვლიოს კუდის ფორმა და სიგრძე და იცვლება თუ არა იგი მზის აქტიურობასთან ერთად.