როგორც ადრე ვიუწყებოდით, 2021 წლის 24 თებერვალს მარსის ორბიტაზე გავიდა ჩინური ზონდი ტიანვენ-1 (天问-1, საიქიოს კითხვები-1). თანამგზავრზე განთავსებულია ორბიტალური აპარატი, დასაშვები პლათფორმა და მარსმავალი, რომელის დასმაც წითელი პლანეტის ზედაპირზე მაისშია დაგეგმილი.
პირველი ჩინური მარსმავალის სახელის შერჩევისთვის ჩინეთში ონლაინ კონკურსი იყო გამოცხადებული. 24 აპრილს გამოცხადდა, რომ ნახევრ მილონზე მეტი ხმით გაიმარჯვა სახელმა ჟურონგ (祝融, ცეცხლის ღვთაება ჩინურ ფოლკლორში). ჩინეთის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ეს სახელი შესაბამისობაშია მარსის ჩინურ სახელთან - ჰუო ქსინგ (火星, ცეცხლის ვარსკვლავი).
ჩინური მარსმავალის დაშვების ადგილის მთავარი კანდიდანტია უტოპიის ველი (Utopia Planitia), მარსის ჩრდილო ნახევარსფეროს აღმოსავლეთში მდებარე დაბლობი, რომლის სავარაუდო დიამეტრია 3,300 კმ. ეს ის მარსის რეგიონი, სადაც 1976 წლის 3 სექტემბერს აშშ-ს Viking 2 დაეშვა.
ჩინეთის ეროვნული კოსმოსური ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ტაინვენ-1-ის მიზნებია მარსის რუკების შედგენა, მისი კლიმატის, ზედაპირისა და გეოლოგიის ანალიზი და ყინულის ძიება. წარმატების შემთხვევაში ჩინეთი მესამე ქვეყანა გახდება ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აშშ-ს შემდეგ, რომელმაც მარსზე შეძლეს მარსმავალის დასმა.
ტიანვენ-1 მისია არის ჩინეთის კოსმოსური გეგმების ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს დედამიწის ორბიტალური სადგურის შექმნას და ადამიანის მთვარეზე გაშვებას. 2019 წელს ჩინეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კოსმოსური ზონდი დასვა მთვარის ნაკლებად შესწავლილ შორეულ მხარეს და დეკემბერში მთვარის გრუნტი ჩამოიტანა დედამიწზე, პირველად 1970-იანი წლების შემდეგ.
წყარო: