შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Ingenuity-ის მესამე ფრენა უფრო შორ მანძილზე და უფრო სწრაფად განხორციელდა
Ingenuity-ის მესამე ფრენა უფრო შორ მანძილზე და უფრო სწრაფად განხორციელდა

NASA-ს მარსის ვერტმფრენი Ingenuity (გენიალობა) აგრძელებს რეკორდების დამყარებას, 2021 წლის 25 აპრილს მარსზე იგი უფრო სწრაფად და უფრო შორს დაფრინავდა, ვიდრე დედამიწაზე ჩატარებულ ნებისმიერ ტესტში. 1.8 კგ მასის ვერტმფრენი მარსის ზედაპირიდან აფრინდა ადგილობრივი დროით 12:33 საათზე და განახორციელა 80 წამიანი ფრენა 50 მ მანძილზე წინ და უკან. ფრენის სიმაღლე, ისეთივე როგორც მისი მეორე ფრენისას, იყო 5 მ. ჰორიზონტალური მოძრაობისას ხელსაწყომ აკრიფა მისთვის მაქსიმალურ სიჩქარეს 2 მ/წმ.

”დღეს შესრულდა გეგმიური ფრენა და ჯერ გასაკვირი არაფერი ხდება,” - ამბობს Dave Lavery, NASA–ს ვაშინგტონის შტაბ-ბინაში Ingenuity-ს პროგრამის აღმასრულებელი. ”ამ ფრენის საშუალებით ჩვენ ვაჩვენებთ საჰაერო განზომილების დამატების შესაძლებლობები მარსის მომავალი მისიებისთვის.”

მარსმავალ Perseverance-ზე განთავსებულმა კამერამ (Mastcam-Z) გადაიღო ფრენის ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=IZK9Xp3h6JM

რამდენიმე დღეში ამ ვიდეოს ყველა სეგმენტი გამოიგზავნება დედამიწაზე.

ვერტმფრენის გუნდი, არკვევდა აპარატის ზღვრულ შესაძლებლობებს, მისთვის მაქსიმალური რაოდენობის ფოტოს გადაღების ინსტრუქციების მიწოდებით - მათ შორის ფერადი კამერითაც, რომელმაც პირველი სურათები გადაიღო Ingenuity-ს მეორე ფრენის დროს. დამატებითი ნაბიჯები მიზნად ისახავს იმ შესაძლებლობების შესწავლას, რომელთა გამოყენება შეიძლება მოხდეს მომავალ საჰაერო მისიებში.

Ingenuity-ის ფრენა დიდი გამოწვევაა მარსზე გაუხშოებული ატმოსფეროს არსებობის გამო, რომლის სიმკვრივეც დედამიწის ატმოსფეროს სიმკვრივის ერთ პროცენტზე ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ Ingenuity-ს ფრთებს, რომლების სიგრძე 1 მ-ზე მეტია, წუთში 2,400 ბრუნის სიჩქარით უწევს ტრიალი, რაც ხუთჯერ მეტია ვიდრე ვერტმფრენს სჭირდება დედამიწაზე.

NASA აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მეოთხე ფრენისთვის მზადება. დაგეგმილია ყოველი შემდგომი ფრენის სირთულის გაზრდა, რათა ვერტმფრენმა აჩვენოს თავისი ზღვრული შესაძლებლობები. Ingenuity ექსპერიმენტი ერთ თვეში დასრულდება და Perseverance დაუბრუნდება თავის მთავარ ამოცანის შესრულებას - მარსზე უძველესი მიკრობული სიცოცხლის ნიშნების ძიებას.

წყარო:

https://www.nasa....ird-flight
https://phys.org/...aster.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.