დაიღუპა თუ არა კომეტა ISON? ეს კითხვა გაუჩნდათ ასტრონომებს როდესაც შეისწავლეს ახალი ფოტომასალა, რომლებზეც ჩანს მანათობელი მტვრის კვალი. ეს მტვერი შეიძლება წარმოადგენდეს კომედის ფრაგმენტებს.
მკვლევარები მთელი მსოფლიოდან მზესთან დაახლოების გამო კომეტა ISON-ის განადგურებას გარდაუვლად მიიჩნევდნენ. თუმცა NASA-ს და ESA-ს ახალი გამოსახულებები გვამცნობენ, რომ კომეტა ან მისი ფრაგმენტები შეიძლება გადარჩნენ. 26 ნეომბერს გრინვიჩის დროით დაახლოებით საღამოს 6:35 წუთზე ეგრედ წოდებული „საუკუნის კომეტა“ დააფიქსირეს მზისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე, რის შემდეგაც ის გაქრა. კომეტის გაქრობიდან გარკვეული დროის შემდეგ კაშკაშა სინათლე იქნა დაფიქსირებული, ამიტომ ზოგიერთმა მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება კომეტის ნარჩენები იყოს.
იხილეთ ვიდეო: http://www.youtub...j6nkLnHyG0
წყარო:http://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-2515429/Is-Comet-ISON-really-dead-New-images-possible-surviving-fragment.html