შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 4

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

სიცოცხლის კვალის ძიება მომაკვდავ პლანეტებზე
სიცოცხლის კვალის ძიება მომაკვდავ პლანეტებზე

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ასტრონომებმა ასობით შორეული პლანეტა აღმოაჩინეს. შესაძლოა მომავალში განხორციელდეს კოსმოსური მისიები იმ პლანეტებზე, რომლებიც ყველაზე მეტად ჰგვანან დედამიწას. ასეთი პლანეტების ატმოსფეროში უნდა არსებობდეს ჟანგბადი და მეთანი, რაც შეიძლება მეტყველებდეს სიცოხლის კვალზე. ასეთი ძიება ასევე დაგვეხმარება „ჩავიხედოთ“ დედამიწის მომავალში.

მეცნიერებმა სენტ-ენდრიუსის (შოტლანდია) უნივერსიტეტიდან შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რომლის მეშვეობითაც მათ შეუძლიათ რაიმე პლანეტაზე არსებული გაზების ტიპის განსაზღვრა. მოდელის თანახმად, დედამიწაზე ბაქტერიული სიცოცხლე გადაშენდება 2,8 მილიარდი წლის შემდეგ, ხოლო ფლორა-ფაუნის წარმომადგენლები გაქრებიან უკვე 1,2-1,5 მილიარდი წლის შემდეგ. ამ დროის შემდეგ პლანეტის ატმოსფეროში მეთანის რაოდენობა 10-ჯერ გაიზრდება. ჭარბი მეთანი ატმოსფეროში იქნება იმის დასტური, რომ დედამიწაზე ოდესღაც არსებობდა სიცოცხლე. საქმე იმაშია, რომ ბაქტერიები რომლებიც იკვებებიან ნახშირორჟანგით და გამოყოფენ მეთანს მცენარეების გადაშენების შემდეგ დაიწყებენ სულ უფრო მეტი ნახშირორჟანგის შთანთქმას.

http://www.space.com/23737-alien-life-signs-dying-planets.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.