შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 9

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

მთვარის ბეჭედი "Luna Ring"
მთვარის ბეჭედი "Luna Ring"

იაპონურმა კორპორაცია შიმიზუმ წამოაყენა იდეა, რომ მთვარის ზედაპირზე განთავსდეს მზის ელემენტების ბეჭდის ფორმის გიგანტური სტრუქტურა, რომლის სიგრძე 11 000 კმ ხოლო სიგანე 20 კმ იქნება. აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანებისთვის მეტად მძიმე სამუშაო იქნება და პროექტის განხორციელებას მთლიანად რობოტებს ანდობენ, გარდა მმართველობითი ფუნქციებისა.

როდესაც მშენებლობა დასრულდება "მთვარის ბეჭედეს" შეეძლება ლაზერული და მიკროტალღური გამოსხივების საშუალებით უწყვეტად გადმოაგზავნოს ენერგია დედამიწაზე არსებულ ენერგიის შემნახველ სადგურებში. პროექტს აქვს 2 სერიოზული პლიუსი, რაც გამოიხატება იმაში რომ მთვარეზე არაა სიბნელე და ამინდი, რის გამოც ენერგიის წარმოებას ხელი არ შეეშლება. კორპორაცია შიმიზუს გათვლებით, მთვარის ბეჭედს შეუძლია გადმოაგზავნოს 13 000 ტერავატი ენერგია ყოველწლიურად, უწყვეტ რეჟიმში. (ცნობისათვის მთლიანი 2011 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აწარმოა 4 100 ტერავატი ენერგია)

რა თქმა უნდა პროექტის ხორცშესხმა ამჟამად შეიძლება არარეალური იყოს, თუმცა ყველას ესმის შიმიზუს პოზიცა: მათ სჯერათ რომ განახლებადი, ეკოლოგიურად სუფთა მზის ენერგია უალტერნატივო მწვანე ენერგიაა, რომელიც გამოადგება და გააუმჯობესებს ბუნებასა და ჩვენს ცხოვრებას. შიმიზუ გვისახავს "მთვარის ბეჭედს" როგორც ადამინებისა და დედამიწის სამუდამო თანაცხოვრების სიმბოლოს. 
 
http://www.busine...z2lxzpEqI2

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.