ყველაზე ძველი, ყველაზე შორი გალაქტიკა
გალაქტიკა z8_GND_5296-ს შემჩნევა შესაძლებელია დიდი დათვის თანავარსკვლავედის მახლობლად, ის დაშორებულია ჩვენგან დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წელიწადით. ასე, რომ მეცნიერები ამჟამად ხედავენ გალაქტიკას თავისი განვითარების საწყის ეტაპზე, როგორიც ის იყო დიდი აფეთქებიდან 700 მილიონი წლის შემდეგ.
ეს შორეული გალაქტიკა წარმოქმნის ვარსკვლავებს 100-ჯერ უფრო სწრაფად ვიდრე ჩვენი გალაქტიკა ამჟამად. ამის საფუძველზე შეიძლება ვივიარაუდოთ, რომ ადრეულ სამყაროში შესაძლოა ვარსკვლავები უფრო სშრაფად იბადებოდნენ, ვიდრე ეს დღეისთვის მოისაზრება. ეს ახალი აღმოჩენა მნიშვნელოვანია ახალგაზრდა გალაქტიკების ფორმირების შესწავლისას და ასევე სტიმულს აძლევს უძველეს გალაქტიკებზე „მონადირე" მეცნიერებს.
http://en.wikipedia.org/wiki/Z8_GND_5296
კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი