ამჟამად მოდური ბიოცენტრული თეორიის თანახმადაც დრო-სივრცე ილუზორულია და სიცოცხლე ქმნის სამყაროს და არა პირიქით. ამერიკელი ფიზიკოსი, რობერტ ლანცა ამტკიცებს, რომ სიკვდილი ადამიანის სიცოცხლის დასასრული არ არის, გარდაცვალების შემდეგ იგი გადადის პარალელურ სამყაროში და განაგრძობს სიცოცხლეს. საკუთარი ჰიპოტეზის დამტკიცებისას ლანცამ მიმართა კვანტურ ფიზიკას და იუნგის ინტერფერენციულ ექსპერიმენტს. კვანტურ ნაწილაკს შეუძლია ერთროულად გავიდეს ორ ხვრელში, თუ მას ვინმე არ აკვირდება, ხოლო კვანტური ალბათობის შენახვის მოთხოვნა შეგვიძლია გავიგოთ, როგორც ნაწილაკის 'განტოტვა' მრავალ პარალელურ სამყაროში. მეცნიერის სიტყვებით, ეს ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ სიცოცხლეს შეუძლია შექმნას სამყარო და სიკვდილის გავლით გადავიდეს პარალელურ სამყაროში.
http://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-2503370/Quantum-physics-proves-IS-afterlife-claims-scientist.html