NASA-მ შეარჩია კომპანია Masten Space Systems of Mojave (კალიფორნია), რათა 2022 წლისთვის მოხდეს მთვარის სამხრეთ პოლუსზე 8 სახის ტვირთის ტრანსპორტირება - ცხრა სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინსტრუმენტით. ეს უნდა დაეხმაროს 2024 წელს მთვარეზე დაგეგმილ პილოტირებულ მისებს.
გასაგზავნი ინსტრუმენტები, რომლებისაც შეუძლიათ ზედაპირის შემადგენლობის ანალიზი, მთვარეზე ზუსტი დაშვების გაკონტროლება და რადიაციული ფონის შემოწმება, შეიქმნენ NASA-ს კომერციული ინიციატივის Lunar Payload Services (CLPS)-ის ფარგლებში, როგორც Artemis-ის პროგრამის ნაწილი.
მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო, NASA იყენებს ვირტუალურ საკომუნიკაციო საშუალებებს, რათა მოხდეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის გაგრძელება იმ გრაფიკით როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი.
როგორც NASA-ნ პროექტის ადმინისტრატორმა ჯიმ ბრიდენსტაინმა განაცხადა, მოხარული იქნება განიხილოს სხვა ინოვაციური კომპანიების წინადადებებიც, რომლებიც მზად იქნებიან ჩაიტანონ ტვირთი მთვარეზე.
75.9 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი გამოყოფილია მთვარეზე ინსტრუმენტების ჩატანის სრული ციკლისთვის, რომელიც მოიცავს: დედამიწიდან აფრენას და მთვარეზე დაშვებას, ხელსაწყოების აწყობას და მათი მუშაობის უზრუნველყოფას სულ მცირე 12 დღის განმავლობაში.
მთვარეზე გასაგზავნი ცხრა ინსტრუმენტია:
- მთვარის კომპაქტური ინფრაწითელი სკანირების სისტემა - შეიცავს რადიომეტრს - მოწყობილობა, რომელიც მუშაობს სინათლის ინფრაწითელი ტალღის სიგრძეთა სპექტრიში, რათა გამოიკვლიოს მთვარის ზედაპირის შემადგენლობა და ტემპერატურის განაწილება.
- წრფივი ენერგიის გადაცემის სპექტრომეტრი - სენსორი, რომელიც შეაფასებს რადიაციულ ფონს მთვარის ზედაპირზე.
- ჰეიმდალი (Heimdall) - მრავალ ფუნქციური კამერების სისტემა კომერციული ტრანსპორტისათვის.
- მთვარის რეინჯერი - პატარა რობოტი როვერი, რომელიც 30 გირვანქაზე ნაკლებს იწონის. მას შეუძლია სწრაფად გადაადგილება მთვარის ზედაპირზე და დედამიწასთან კავშირის განხორციელება რეალურ დროში. ეს რობოტი ატარებს ნეიტრონის სპექტრომეტრის სისტემას, რომელიც შეაფასებს წყალბადის კონცენტრაციას მთვარის რეგოლითებში და შესაძლოა მუთითოს იქ არსებული წყლის შესახებ.
- მას-სპექტრომეტრი, რომელიც იკვლევს მთვარეზე არსებულ პოტენციურად ხელმისაწვდომ რესურსებს, გამოიკვლევს რა რაკეტების დაშვების და აფრენის დროს წარმოქმნილი მტვრის შემადგენლობას.
- ახლო ინფრაწითელი აქროლებადი სპექტრომეტრ სისტემა - იკვლევს ზედაპირის შემადგენლობას და ზომავს ტემპერატურას.
- ლაზერული რეტრო-რეფრექტორული კომპლექტი - მოიცავს 8 პატარა სარკეს, რომელთა საშუალებითაც შეიძლება გაზომოს მანძილი და ხელი შეუწყოს ზუსტ დაშვებას.
- SAMPLR რობოტიზებული ხელი, რომელიც შეაგროვებს მთვარის რეგოლითების ნიმუშებს და ასევე აქვს პატარა ზომის ნიჩაბი რათა გაფილტროს და დაახარისხოს სხვადასხვა ზომის ნაწილაკები.
წყარო: