ასტრონომიით დაინტერესებული ხალხი მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელის 27 ნოემბერს. ყველას აინტერესებს გადაურჩება თუ არა ISON კომეტა მზესთან ხვალინდელ რანდევუს!? კომეტა მზეს ძალიან ახლოს, დაახლოებით ჩვენი მნათობის დიამეტრის ტოლ მანძილზე ჩაუფრენს და ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური კომეტის ბედ-იღბალიც მაშინ გადაწყდება. რა შეიძლება მოხდეს? შესაძლოა კომეტა მთლიანად განადგურდეს, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ მან მტვრისა და გაყინული გაზის უდიდესი ნაწილი კაშკაშა კუდის სახით მოიცილოს და ასეთნაირად ჩვენ დაუვიწყარი სანახაობა გვაჩუქოს. სამწუხაროდ, რაც უფრო ახლოსაა ეს კომეტა მზესთან მით უფრო ძნელი იქნება მისი ჩვეულებრივი ტელესკოპებით დაკვირვება მზის დისკოს დამაბრმავებელი ბრწყინვალების ფონზე. ამ საინტერესო ვიდეოში, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო გადაღებული კანარის კუნძულებზე, გამთენიისას, ვხედავთ კომეტის ამოსვლას მზესთან ერთად. ხვალ-ზეგ უკვე ნათელი გახდება დაიმსხვრევა თუ არა ეს კომეტა მზესთან ჩავლისას თუ, პირიქით, კაშკაშა კუდს განივითარებს და მომავალ დღეებში ცაზე შთამბეჭდავი სახით მოგვევლინება.
http://science.time.com/2013/11/26/sizzle-or-fizzle-hopes-still-high-for-thanksgiving-comet/