დეკემბრის დასაწყისში ჩინეთი მთვარეზე კოსმოსური ზონდის Chang'e-3-ს გაშვებას გეგმავს. ეს მისია ჩინეთის კოსმოსური პროგრამებს შორის ტექნოლოგიურად ყველაზე რთული და ამბიციურია. იგეგმება, რომ ზონდი გავა მთვარის ორბიტაზე, მისი დასაშვები აპარატი შეასრულებს მთვარის ზედაპირზე მსუბუქ დაშვებას და აფრენას (დეკემბრის შუა რიცხვებში). რის შემდეგ ზონდი უკან უნდა დაბრუნდეს დედამიწაზე. პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ Chang'e-3-ში გამოყენებული ტექნოლოგიების 80 %-ზე მეტი სრულიად ახალია. ზონდი შეიცავს დასაშვებ აპარატს და ექვსბორბლიან მთვარემავალს სახლად Yutu, რაც ჩინურ ფოლკლორში მთვარის ღმერთის Chang'e-ს კომპანიონის თვარის კურდღელის სახელია. დაშვების შემდეგ, დისტანციურად მართვადი Yutu გამოეყოფა დასაშვებ მოდულს, რომ გამოიკვლიოს მიმდებარე ტერიტორია. გარდა ამისა დაგეგმილია მთელი რიგი სხვა ექსპერიმენტების ჩატარება.
http://en.wikipedia.org/wiki/Chang%27e_3