სიჩუმის ოთახის შემქმნელი კომპანიის დამფუძნებელი გახლავთ სტივენ ორფილდი. ის ამბობს: “ვატარებდი ექსპერიმენტებს თუ რამდენ ხანს შეძლებდა ადამიანი ამ ოთახში გაჩერებას, 45 წუთზე მეტი ვერავინ გაძლო”. თუკი თქვენ ძალიან დიდხანს გაჩერდებით იქ, შესაძლებელია ჰალუცინაციებიც დაგეწყოთ. თვითონ ორფილდს ოთახსი გაჩერება 30 წუთზე მეტ ხანს არ შეუძლია.
სიჩუმის ოთახს შეუძლია შთანთქოს ბგერების 99.99% და შედის გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე ჩუმი ოთახი მსოფლიოში. სიჩუმე მიიღწევა 3 სანტიმეტრი ბეტონით იზოლირებული ფოლადის ორმაგი კედლის და 10 სმ სისქის მინაპლასტიკის აკუსტიკური თაროების საშუალებით.
სიჩუმის ოთახს რამდენიმე ტექნიკური კომპანია იყენებს რათა დაადგინონ რამდენად ხმაურიანია მათი პროდუქცია. ოთახს ასევე ხშირად იყენებს NASA ასტრონავტების გამოსაცდელად.