შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

დაშორებული ატომების კოოპერაცია სინათლის მეშვეობით
დაშორებული ატომების კოოპერაცია სინათლის მეშვეობით

კვანტური ფიზიკის დარგში მომუშავე მეცნიერები უკვე დიდი ხანია საუბრობდნენ ატომების სინათლით კვანტური კორელაციის შესაძლებლობაზე, მაგრამ ექსპერიმენტულად ეს მოვლენა ჯერ არ იყო დამზერილი. ახალი მიდგომის ძირითადი ნუანსი იყო ექსპერიმენტების ჩატარება 1-განზომილებიანი სისტემებისთვის, რადგან სამ განზომილებაში ატომებს შორის ურთიერთქმედება სუსტია და მანძილის გაზრდით სწრაფად მცირდება. მკვლევარები ორ ატომს აერთებდნენ ოპტიკური კაბელის ანალოგიური ზეგამტარი არხით, რაც მკვეთრად ზრდიდა ორი კვანტური სისტემის ურთიერთქმედებას და მათზე დაკვირვების საშუალებებს. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 2 სმ მანძილისთვისაც კი, რაც ძალზე დიდია ტიპიური კვანტური სისტემის ზომისთვის, ფოტონების გაცვლის მეშვეობით იქმნებოდა მოლეკულის მაგვარი 2-ატომიანი სისტემა.

ფუნდამენტური კვანტური ურთიერთქმედების რეალიზაცია ინდივიდუალურ კვანტურ ობიექტებს შორის მნიშვნელოვანია მომავალში კვანტური ტექნოლოგიების გამოყენებით მომუშავე ხელსაწყოების შექმნის გზაზე.

http://www.scienc...142132.htm

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.