ჟურნალ Nature-ის მარტის ნომერში ამერიკელი და კანადელი ასტრონომების ჯგუფი გვამცნობს გალაქტიკის აღმოჩენის შესახებ რომელსაც ფარული მატერია თითქმის არ გააჩნია. გალაქტიკა NGC 1052-DF2, რომელიც შეიცავს მოსალოდნელზე 400-ჯერ ნაკლებ ფარულ მატერიას, ნაპოვნი იქნა ახალი ტიპის ტელესკოპების მასივით (Dragonfly Telephoto Array), რომელიც სპეციალურად ასეთ გალაქტიკებზე დასაკვირვებლად იქნა შედგენილი ტორონტოს და იელის უნივერსიტეტის ასტრონომების მიერ ნიუ მექსიკოს ობსერვატორიაში.
გალაქტიკა NGC 1052-DF2 დაახლოებით ჩვენი გალიატიკის ზომისაა, თუმცა იქ ვარსკვლავების რაოდენობა 200-ჯერ ნაკლებია. ამიტომ ასტრონომებმა იგი მიაკუთვნეს ულტრა-გაფანტული გალაქტიკების კლასს. ზოგადად ასეთი გალაქტიკები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა აქმდე არ იყო ცნობილი ულტრა-გაფანტული გალაქტიკა მცირე ფარული მატერიით.
NGC 1052-DF2-ში ფარული მატერიის განაწილების შესაფასებლად ასტრონომებმა გამოიყენეს ჰავაის კუნძულებზე განთავსებული კეკის ობსერვატორია. ისინი აკვირდებოდნენ გალაქტიკაში არსებული 10 ვარსკვლავების კლასტერის მოძრაობას. აღმოჩნდა, რომ ეს გლობულარული კლასტერები შედაერებით ნელა გადაადგილდებოდნენ (35,000 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით), მაშინ როცა ფარული მატერიის შემცველი გალაქტიკებისთვის ეს სიჩქარე მინიმუმ 3-ჯერ მეტი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამ მონაცემებით შეფასდა გალაქტიკის მასა და გამოვლინდა ფარული მატერიის დანაკლისი.
შემდგომ ეტაპებზე გამოყენებული იქნა ასევე NASA-ს კოსმოსური ტელესკოპი Hubble და ობსერვატორია ჯემინი (ჰავაის კუნძულები). ჯემინიმ დაადგინა, რომ გალაქტიკა არ ურთიერთქმედებს სხვა გალაქტიკებთან, ხოლო Hubble-მ დააზუსტა კლასტერების დინამიკა და გაზომა მანძილი გალაქტიკამდე (65 მილიონი სინათლის წელი).
Hubble-ს სურათებმა აჩვენა, რომ NGC 1052-DF2 არ გამოიყურება სხვა გალაქტიკებივით, იგი მოჩანს როგორც გიგანტური, თითქმის გამჭვირვალე სფერო. სპირალური გალაქტიკებისგან განსხვავებით, მას არა აქვს ცენტრალური რეგიონი, დისკო და სპირალური მხრები, ხოლო ელიფსური გალაქტიკებისგან განსხვავებით არ შეიმჩნევა ცენტრალური შავი ხვრელის არსებობისი ნიშანი. გლობულარული კლასტერებიც სსვა გალაქტიკებთან შედარებით 2-ჯერ უფრო გაფანტულია.
პარადოქსულია, მაგრამ ეს აღმოჩენა შესაძლებელია მიგვანიშნებს, რომ ფარული მატერია საერთოდ არ არსებობდეს. ფარული მატერიის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ფარული მატერია ილუზიაა და გალაქტიკების უცნაურ მოძრაობებს განაპირობებს გრავიტაციული ურთიერთქმედება, რომელიც ყველგან სხვადასხვანაირად ვლინდება.
წყარო:
https://www.faceb...174709704/
https://www.aljaz...48080.html