შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ფიზიკოსებმა მატერიის ახალი აგრეგატული მდგომარეობა აღმოაჩინეს
ფიზიკოსებმა მატერიის ახალი აგრეგატული მდგომარეობა აღმოაჩინეს

ჟურნალ Physical Review Letters-ის თებერვლის ნომერში ტეხასის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა დაასაბუთეს მატერიის ახალი აგრეგატული მდგომარეობის - სუპერთხევადი კვაზიკრისტალების არსებობა. სტატია ასევე გვაწვდის ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება ამგვარი აგრეგატული მდგომარეობის შექმნა ლაბორატორიულ პირობებში.

მყარი, თხევადი, აირადი და პლაზმურის გარდა არსებობს მატერიის სხვა, შედარებით ნაკლებად ცნობილია აგრეგატული მდგომარეობებიც, მაგალითად ბოზე-აინშტაინის კონდენსატი და სუპერსითხე, რომლებიც ძალიან დაბალ ტემპერატურებზე მიიღწევა. სუპერსითხეს არ გააჩნია სიბლანტე და შესაბამისად ზედაპირთან ხახუნის შედეგად არ კარგავს ენერგიას. 50-ოდე წლის წინ შემოთავაზებული იქნა მატერიის კიდევ ერთი აგრეგატული მდგომარეობა - სუპერმყარი სხეული, რომელიც აერთიანებდა სუპერსითხის და კრისტალის თვისებებს. ეს არის სითხისმაგვარი სხეული, რომელსაც არ გააჩნია სიბლანტე, თუმცა მისი ატომები პერიოდულად არიან განლაგებული, ისე როგორც ეს კრისტალებში გვხვდება.

ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაუშვეს იმის შესაძლებლობა, რომ არსებობს მატერიის სუპერმყარი და კვაზიკრისტალური აგრეგატული მდგომარეობების თვისებების მქონე მდგომარეობაც, რომელსაც სუპერთხევადი კვაზიკრისტალი დაარქვეს. კვაზიკრისტალური აგრეგატული მდგომარეობისას ატომები სხეულში განლაგებული არიან მჭიდროდ, მაგრამ არა პერიოდულად. ეს აგრეგატული მდგომარეობა არ ემორჩილება კლასიკური კრისტალის წარმოდგენის წესებს, მაგალითად შესაძლებელია გააჩნდეს კლასიკურად შეუძლებელი ბრუნვითი სიმეტრიები. მეცნიერების აზრით სუპერთხევადი კვაზიკრისტალების პრაქტიკულად მიღებას ლაბორატორიაში შესაძლოა რამდენიმე წელი დასჭირდეს. ამისთვის შესაძლოა გამოდგეს დაახლოებით იგივე მეთოდი, რომელიც გამოიყენეს სუპერმყარი აგრეგატული მდგომარეობის მისაღებად, ანუ ბოზონ-აინშტაინის კონდენსატის ლაზერული სხივებით დასხივება.

წყარო:

https://phys.org/...state.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.