შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 8

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

კვანტურ კომპიუტერებში ვიბრაციების გამოყენება
კვანტურ კომპიუტერებში ვიბრაციების გამოყენება

ამჟამად კვანტურ კომპიუტერებში პროგრამირებისთვის, ინფორმაციის გადაცემა-წაკითხვისთვის დიდი გამოყენება აქვს მიკროტალღურ ფოტონებს. შესაბამისი ტექნოლოგიები კი ნაკლებად ხელსაყრელია. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათი (მიკროტალღური ფოტონების) მდგომარეობების შენარჩუნება საჭირო ხანგრძლივობით ვერ ხერხდება.

მეცნიერები აქამდე კვანტურ ბიტებს (კუბიტებს) უკავშირებდნენ მოკროტალღურ რეზონატორს. გაჩნდა მოსაზრება, ჩაენაცვლებინათ მიკროტალღური რეზონატორები მექანიკურით, რომლებიც ირეაგირებენ დაკვანტულ ვიბრაციებზე. აქვე უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა ტემპერატურის აბსოლუტურ ნულთან მიახლოება, რადგან ვიბრაციების შედეგად გამოყოფილმა ენერგიამ არ შეაშფოთოს ფოტონების კვანტური მდგომარეობები.

მექანიკური რეზონატორის დადებითი მხარე მიკროტალღურთან შედარებით არის ის, რომ მისი საშუალებით გაადვილდა სხვადასხვა კუბიტების ერთმანეთთან დაკავშირება. კონკრეტულ მიკროტალღურ რეზონატორში შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთი, მისთვის დამახასიათებელი, სიხშირის მქონე ფოტონების ყოფნა. მექანიკური რეზონატორი კი საშუალებას იძლევა დააკავშიროს განსხვავებული, მცირე დიაპაზონში ცვალებადი, სიხშირეების მქონე კუბიტები.

დადებითა ისიც, რომ მიკროტალღური რეზონატორებით ინფორმაციის გადაცემა კვანტური კომპიუტერის გარეთ, მაგ. სხვა ექსპერიმენტებისთვის, მოითხოვდა ტალღების გარდაქმნას ოპტიკურ ტალღებად, რათა გავრცელებულიყვნენ საჭირო მანძილზე. ვიბრაციებს კი გააჩნიათ ოპტიკური ტალღების მსგავსი ტალღის სიგრძეები, ამიტომ ისინი გარდაქმნას არ საჭიროებენ.


კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა ბარბარა) მკვლევარებმა მოახერხეს ვიბრაციებზე მომუშავე რეზონატორებით ენერგიის შენარჩუნება (ე.ი. კონკრეტული მდგომარეობის, ინფორმაციის) 150 ნანოწამის განმავლობაში. მათ ამისთვის გამოიყენეს ზედაპირული ტალღები. ჩიპზე კი იყო ამოჭრილი ორ ვიწრო ზოლად პატარა მეტალის კვადრატები, რომლებიც ასრულებდნენ სარკეების ფუნქციას: ისინი აირეკლავდნენ დაშორებებს შორის არსებულ ზედაპირულ ტალღებს. მათ კი აჩენდნენ სპეციალური გარდამქმნელების საშუალებით, ხოლო კუბიტებთან დაკავშირების შემდეგ იღებნენ მათვის სასურველ კომბინაციებს.

სამომავლოდ ფიზიკოსები გეგმავენ მიღებული მექანიზმით რთული მდგომარეობების მიღებას (კუბიტების კომბინაციები). არსებობს იდეა თვალისთვის თვალსაჩინო გახადონ ნაწილაკების ისეთი კვანტური ბუნება, როგორცია ერთდროული არსებობა სივრცის განსხვავებულ წერტილებში, ჩიპის სხვადასხვა მიმართულებით ერთდროული ვიბრაციით.

წყარო: http://www.scienc...-computers

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.