შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 3

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

ბნელი ენერგია ილუზიაა?
ბნელი ენერგია ილუზიაა?

ბოლო 20 წლის განმავლობაში ფიზიკოსებისთვის ცნობილია რომ სამყარო ფართოვდება აჩქარებულად, რასაც ხსნიან სამყაროში ბნელი ენერგიის არსებობის დაშვებით. კოსმოლოგების მონაცემებით სამყაროს ენერგიის დაახლოებით 69% პროცენტს ბნელი ენერგია უნდა შეადგენდეს. თუმცა ზოგიერთი თეორეტიკოსის მტკიცებით სამყაროს აჩქარებულ გაფართოებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ჩვეულებრივი მატერიის არაერთგვაროვანმა და ცვლადმა სიმკვრივემ. თუ ეს ასეა მაშინ ბნელი ენერგიის საიდუმლო შეიძლება არაერთგვაროვნებით აიხსნას.

განვიხილოთ საკითხი თუ როგორ იკვლევენ კოსმოლოგები სამყაროს განვითარებას გასული 13.8 მილიარდი წლის განმავლობაში. მათი მოსაზრებები ძირითადად ემყარება 2 განტოლებას. პირველი მათგანი აღწერს თუ როგორ ერთიანდება მატერია გალაქტიკებად და გალაქტიკების კლასტერებად. მეორე მათგანი, რომელიც ემყარება Friedmann–Lemaître–Robertson–Walker (FLRW) მეტრიკას, გამომდინარეობს ფარდობითობის ზოგადი თეორიიდან და აღწერს სამყაროს გაფართოებას დროის ნებისმიერ მომენტში ეგრეთ წოდებულ „scale factor”-ის საშუალებით. ამ განტოლებებში დაშვებულია ერთგვაროვანი სამყაროს არსებობა. ამიტომ კოსმოლოგები გამოთვლებში იყენებდნენ სამყაროს საშუალო სიმკვრივეს. ეს მეთოდიკა არც ისე სანდოა, რამეთუ ზოგადი ფარდობითობის თეორიის თანახმად მასა და ენერგია იწვევს სივრცის გამრუდებას. ამიტომ სამყარო უფრო სწრაფად უნდა ფართოვდებოდეს ცარიელ უბნებში, რამეთუ გრავიტაცია ხელს უშლის გაფართოებას.

შედეგების დასაზუსტებლად Eötvös Loránd University-ის ასტროფიზიკოსებმა Gábor Rácz და László Dobos-მა შექმნეს კუბური სივრცული მოდელი რომლის წიბო 480 მილიონი სინათლის წლის ტოლია. იმის მაგივრად რომ მათ დაეთვალათ სამყაროს გაფართოების საშუალო ფაქტორი მთლიანი კუბისთვის, მათ დაყვეს ეს კუბი მილიონ მინი-სამყაროდ და დაითვალეს გაფართოება თითოეული მათგანისთვის. მათ ივარაუდეს რომ ყოველი რეგიონი პასუხისმგებელია საკუთარ გაფართოებაზე. ასეთი მოდელის ფარგლებში ვირტუალური სამყაროს განვითარება დაემთხვა ნამდვილს ყოველგვარი ბნელი ენერგიის შემოყვანის გარეშე. ანუ შესაძლოა ბნელ ენერგია ილუზია აღმოჩნდეს. სტატია მალე გამოვა ჟურნალში Monthly Notices of the Royal Astronomical Society.

თუმცა ზოგიერთი მეცნიერის აზრით არაერთგვაროვნების ეფექტი მცირეა და სამყაროს აჩქარებული გაფართოება სხვა ფაქტორებს უკავშირდება. ამიტომ ახალი მეთოდი დამატებით გამოკვლევას საჭიროებს.

წყარო:

http://www.sciencemag.org/news/2017/04/dark-energy-illusion

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.