შესვლა
მომხმარებლები
სტუმრები: 5

წევრები: 0

რეგისტრირებულები: 291
ბოლო წევრი: gigijgarkava

მომავალი ღონისძიებები

ღონისძიება არაა დაგეგმილი.

Cassini სატურნსა და მის რგოლებს შორის გაძვრა
Cassini სატურნსა და მის რგოლებს შორის გაძვრა

26 აპრილს კოსმოსურმა ხომალდმა Cassini სატურნის კვლევის თავისი ფინალური ეტაპი დაიწყო და პირველად მეცნიერების ისტორიაში შეასრულა უაღრესად სარისკო ოპერაცია - მან სატურნის რგოლების სიბრტყე გადაკვეთა! ეს რეგიონი პირველად იქნა გამოკვლეული. მანევრის დროს აპარატი თავის ისტორიის მანძილზე ყველაზე ახლოს მიუახლოვდა სატურნს, მას პლანეტის ღრუბლებამდე 3000 კმ, ხოლო შიდა რგოლებამდე კი სულ რაღაც 300 კმ აშორებდა. როგორც ცნობილია სატურნის ატმოსფეროს ზედა ნაწილსა და მის რგოლებს შორის მყოფი ნაპრალის სიდიდე დაახლოებით 2000 კილომეტრია. პლანეტასთან მიმართებაში Cassini-იმ ეს მონაკვეთი 124 000 კმ/სთ სიჩქარით გაიარა. ასეთ სიჩქარეზე მისი მწყობრიდან გამოყვანა პატარა ნაწილაკსაც შეძლო. თავდასაცავად ხომალდი თეფშის ფორმის ფართო ანტენას იყენებდა, რომელიც შემხვედრი ნაწილაკებისაკენ იყო მიმართული. ეს 78 წუთიანი მანევრი მშვიდობიანად დასრულ და აპარატმა გადაღებული მასალის გადმოცემა დაიწყო. დაუმუშავებელი მასალა უწყვეტ რეჟიმში წარმოიდგინება NASA-ს სპეციალურ საიტზე:

https://saturn.jpl.nasa.gov/galleries/raw-images/


3c1703fe8d.site.internapcdn.net/newman/gfx/news/hires/2017/1-cassinispace.jpg
3c1703fe8d.site.internapcdn.net/newman/gfx/news/hires/2017/2-cassinispace.jpg

დედამიწიდან Cassini 1997 წელს გაუშვეს, ხოლო სატურნის ორბიტაზე იგი 2004 წელს გავიდა. წინა კვირაში ხომალდმა უკანასკნელად გადაუფრინა სატურნის მთვარე ტიტანს, შემდეგ კი დაიწყო პროცესი, რომელსაც მისიის ხელმძღვანელები „დიდ ფინალს“ უწოდებენ. ამ პროცესის ფარგლებში, Cassini კვირაში ერთხელ მიუახლოვდება სატურნს და სულ 22-ჯერ გაივლის პლანეტასა და მის რგოლებს შორის, შემდეგი ასეთი გავლა 2 მაისს არის დაგეგმილი. მისია 2017 წლის 15 სექტემბრამდე დასრულდება, Cassini სატურნის ატმოსფეროში ჩაყვინთავს და მეტეორივით დაიწვება.

წყარო:

https://phys.org/...earth.html

კომენტარები
კომენტარი არაა დამატებული.
დაწერეთ კომენტარი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ დარეგისტრირდეთ.
შეფასებებიბი
რეიტინგი მხოლოდ წევრებისათვისაა ხელმისაწვდომი.

Please login or register შეფასება.

შეფასებები არაა გამოგზავნილი.